მაისი დატვირთულია საინტერესო მოვლენებით. თვე მზის დაბნელებით და დაბნელების დერეფნის გახსნით დაიწყო, რომელიც 16 მაისს მორიელში მთვარის დაბნელებით დასრულდება. მზე 21 მაისამდე კუროში იქნება. ეს არის სიყვარულის, ჰარმონიის, ფინანსების, ღირებულებების, სტაბილურობის სიმბოლო. ადამიანი მომართულია საკუთარ კეთილდღეობაზე, კომფორტის შექმნაზე. გაინებივრეთ თავი ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთებით, გემრიელობებით, მაგრამ თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას. მოსაფრთხილებელია ყელი. 22 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით, მზე ტყუპში იქნება. მოიმატებს გადაადგილების, კომუნიკაციის სურვილი; გახდებით აქტიური, ცნობისმოყვარე, გახშირდება ინფორმაციის მიღება-გაცემა. ახლა კი მოვყვეთ თემებს თანმიმდევრულად.
30 აპრილიდან 23 მაისამდე მერკური ტყუპში იქნება. მოგინდებათ სხვადასხვა სასწავლო კურსზე, ლექციებზე დასწრება, ურთიერთობების გაუმჯობესება, კავშირების დამყარება. მარტივად შეძლებთ საჭირო ინფორმაციებისა და ადამიანების მოძებნას. 10 მაისიდან (3 ივნისის ჩათვლით) მერკური რეტროგრადული ხდება და ეცადეთ, ამ პერიოდში მეტი დრო დაუთმოთ წარსულში დაშვებული საქმეების გამოსწორებას. ეს არის გადაკეთების, გაუმჯობესების დრო. ახალი საქმეები, საბუთების შედგენა და მგზავრობაც კი განსაკუთრებულ დაკვირვებას საჭიროებს. საუკეთესო დროა უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. საფრთხილო დღეა 21 მაისი. ამ დღეს მაქსიმალურად დაკვირვებული იყავით დოკუმენტებთან, მგზავრობისას, მიმოწერისას, მოერიდეთ გაურკვევლობებს ახლობლებთან. შეფერხებებს მშვიდად შეხვდით. 23 მაისიდან 13 ივნისამდე მერკური რეტროგრადული სვლით კუროში დაბრუნდება. გახდება მეტად დინჯი, გააზრებული, სუბიექტური, დაფიქრებული, პრაგმატული, მომართული საკუთარი საქმეების სათავისოდ მოგვარებაზე. მერკური კირჩხიბში 5 ივლისს გადავა.
15 აპრილიდან 25 მაისამდე მარსი თევზებშია. მარსი არის ჩვენი ენერგია, ქმედება. თევზებში მარსის მოქმედება ცოტა შენელებულია, ვზარმაცობთ, პასიურები ვართ, მეტად ორიენტირებულები მსუბუქი ვალდებულებების შესრულებაზე, უსაქმურობაზე. 25 მაისიდან (5 ივლისამდე) მარსი ვერძში, თავისი მმართველობის სახლში გადავა და ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, თითოეული მზად იქნება შეუპოვრად მოქმედებისთვის და შეიძლება ზოგიერთ ადამიანში აგრესიაც კი გამოვლინდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მარსი ომის პლანეტაცაა. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს ყველას და ყველაფერში. განსაკუთრებით მათ, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მჭრელ და ცეცხლოვან ინსტრუმენტებთან. 29 მაისს კი მარსი შეუერთდება იუპიტერს და შეიძლება მარსმა მთელი თავისი შესაძლებლობა და უნარები გაათმაგებულად გამოავლინოს. ამასთან, იუპიტერი, გარდა იმისა, რომ არის გაფართოების, არის კიდევ უცხოეთის, საერთაშორისო პოლიტიკის აღმნიშვნელი პლანეტა და მოერიდეთ კონფლიქტს უცხოელებთან, საზღვარგარეთ, ნუ გაამწვავებთ საერთაშორისო ურთიერთობებს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2020 წლის 20 მარტს (პლუს-მინუს 2-3 დღე); ამავე წლის 4 აგვისტოს, 19 ოქტომბერს; 2021 წლის 23 იანვარს, 29 ივლისს, 8 დეკემბერს. ამ დღეებში მარსი და პლუტონი დაძაბულ ასპექტებს ქმნიდნენ და მოვლენები ჩვენზეც აისახებოდა. შეიძლება განმეორდეს მოვლენები. უმჯობესია, მაშინ დაწყებული კონფლიქტური სიტუაციები ახლა მშვიდობიანად მოაგვაროთ, ვიდრე ახალ უსიამოვნებებში გაეხვეთ... გაგრძელება