მათთვის, ვინც წელს დაქორწინებას გეგმავს, პლანეტებს განსაკუთრებული თარიღები აქვთ, რა დროსაც ქორწილის გადახდა ან ახალი ურთიერთობის დაწყება მიზანშეწონილი არ არის.
წელს შავი მთვარე, ასტროლოგიური ობიექტი, რომელიც პასუხისმგებელია გრძნობების, ემოციებისა და ურთიერთობების გაფუჭებაზე, კირჩხიბის ნიშანში 15 აპრილს შევიდა და ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქორწინება აუცილებლად კრახით დასრულდება.
მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქორწინება მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია. ყველაზე უსიამოვნო პერიოდი 30 ივნისიდან პირველ ივლისამდე იქნება, სწორედ ამ დროს გირჩევენ ვარსკვლავები ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებიდან თავის შეკავებას.
უმჯობესია, ქორწილი გადაიხადოთ ივლისის შემდეგ, მაგალითად სექტემბერში და ოქტომბერში, რადგან შესაძლოა, შავი მთვარის პერიოდში თქვენი მეუღლე თქვენგან იმდენად განსხვავებული აღმოჩნდეს, რომ უმალვე ინანოთ საკუთარი გადაწყვეტილება.
საბედისწერო ასაკი - რომელი წლებია ყველაზე მნიშვნელოვანი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში
16-22 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2022 წლის მეორე ნახევარში დიდი წარმატება და სიხარული ელით