პლანეტების აღლუმი უნიკალური ასტროლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც მზის სისტემის რამდენიმე ელემენტი ერთ ხაზზე ლაგდება. ასტროლოგები პლანეტების აღლუმებს სამ კატეგორიად აჯგუფებენ: პატარა, დიდი და სრული. პატარა აღლუმი საკმაოდ გავრცელებულია. ამ თვეში, კერძოდ, 12 ივნისს კი, იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა იქნება და მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი ერთ ხაზზე განლაგდებიან. 24 ივნისს მათ მთვარეც შეუერთდება, რომელიც ადგილს ვენერასა და მარსს შორის დაიკავებს.
რას უნდა ველოდოთ?
პლანეტების აღლუმმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ჩვენი საქმეების, წამოწყებების შედეგებზე, არამედ ჩვენსავე კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზეც. ასე, მაგალითად, ამინდზე დამოკიდებულმა ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ სისუსტე, ძილიანობა, ცუდი განწყობა, აპათია. ნუ შეგეშინდებათ, რადგან პლანეტების აღლუმი ხანმოკლე მოვლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დისკომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება...გაგრძელება