ვერძი
უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი სახლშიც და სამსახურშიც. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთან. იყავით მათზე მზრუნველი. გააუმჯობესეთ ის ურთიერთობა, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
კურო
ნუ გაეხვევით უსიამოვნო სიტუაციებში. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს. უქმეებზე გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, მან შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესოთ.
ტყუპი
საინტერესი შეხვედრებით და ურთიერთობებით დატვირთული კვირა გელოდებათ. მივლინება ან მგზავრობა საინტერესოდ ჩაივლის. მოიმატებს შფოთი და ნერვიულობა. ეცადეთ, ყველაფერი (საქმე საბუთები, ნივთები) წესრიგში გქონდეთ.
კირჩხიბი
ნუ აჰყვებით ემოციებს, მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრას, ურთიერთობების გარკვევას. უმჯობესია, გარშემო მყოფებთან სტაბილური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. უქმეებზე ქალაქგარეთ, სიმშვიდეში დაისვენეთ.
ლომი
კვირის პირველ ნახევარში არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. ხუთშაბათიდან გააქტიურდით, გაიჩენთ ახალ საქმიან პარტნიორებს, დაიწყებთ გეგმის განხორციელებას. უქმეებზე გაიძლიერეთ ჯანმრთელობა. მარტოხელებმა იზრუნეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
ქალწული
აკონტროლეთ საკუთარი თავი, გარშემო მყოფები და საქმეები. არ გირჩევთ აზარტულ საქმეებში ჩართვას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
სასწორი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, იუმორით და ღიმილით მიუდგეთ ყველაფერს. პატივი ეცით ახლობლების აზრს, გაითვალისწინეთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
მორიელი
ემოციები მომატებულია და გაფრთხილდით, არ გაგირთულდეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. კარგად შესრულებული საქმეებისთვის ხშირად შეიქეთ საკუთარი თავი. უქმეებზე სასიყვარულო მიმოწერა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაზარდოთ.
მშვილდოსანი
სასიამოვნო ცვლილებების დრო დაგიდგათ. მიმართეთ თქვენი ენერგია კეთილი საქმეების შესრულებას. ხუთშაბათიდან დაიწყეთ უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლება. უქმეებზე აღადგინეთ ან გააუმჯობესეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კავშირები.
თხის რქა
მშვიდად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. ზოგიერთმა შეიძლება ჰობი საქმიანობად, შემოსავლის წყაროდ გადააქციოთ. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისთვის. მარტოხელებისთვის საუკეთესო დროა რომანტიკული ნაცნობობისთვის.
მერწყული
მოგინდებათ ახალი საქმის დაწყება, საკუთარი შესაძლებლობების ახალ სფეროში მოსინჯვა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჭორების გამო მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებას. უქმეებზე შეხვედრები და სიურპრიზები გელოდებათ.
თევზები
კვირის პირველ ნახევარში მოერიდეთ ემოციურობას. რთულ ვალდებულებებს ნუ შეეჭიდებით. ხუთშაბათიდან მოიცილეთ ზედმეტი ნივთები, ვალდებულებები. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. დაწყვილებულებმა უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.