ვერძი
თქვენნაირ აქტიურ ადამიანს პარტნიორების პასიური პოზიციის გამო ნერვები ხშირად ეშლება. გაფრთხილდით, ეს არ გახდეს უსიამოვნების მიზეზი. ამასთან, თუ თქვენი ინიციატივა და იდეები არ მოიწონეს, ამასაც მშვიდად შეხვდით. კვირის მეორე ნახევარში ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. უქმეები მშვიდ ადგილას გაატარეთ.
კურო
ყოველდღიური საქმეების პარალელურად, დაუთმეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობას. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, გაასეირნეთ საინტერესო და ისტორიულ ადგილებში. ნუ დაივიწყებთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. უქმეებზე გახშირდება მეგობრებთან კომუნიკაცია.
ტყუპი
ფული უნდა დააბანდოთ ბინაში, საოჯახო ნივთებში. მოგინდებათ საცხოვრებლის კეთილმოწყობა. დაიხმარეთ ოჯახის წევრები, ერთად მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, დამოკიდებულება მშობლებთან. ხუთშაბათს სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება უფრო გაგიადვილდებათ.
კირჩხიბი
სამშაბათიდან მზე თქვენს ნიშანში იქნება. ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობთ და ხალისიც მოგემატებათ. იყავით მომართული საკუთარი თავის, ცხოვრების გაუმჯობესებაზე; მიზნების განხორციელებაზე. რომანტიკული და მხიარული უქმეები გელოდებათ.
ლომი
ყველა საკითხს ყურადღებით მიუდექით, განსაკუთრებით, ფინანსურს. მეტი დრო გაატარეთ შინ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებში გახვევას. უქმეებზე მოინახულეთ წმინდა ადგილები. შეიძლება გაიგოთ ის, რასაც ადრე გიმალავდნენ.
ქალწული
აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ნუ მოგერიდებათ თქვენი აზრის ღიად დაფიქსირება. მეგობრებთან ერთად გაერთიანდით კეთილი საქმეების შესასრულებლად. უქმეები დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.
სასწორი
ნუ დაისახავთ რთულ საქმეებს. ნურც ემოციურად გადაიღლებით. ცივი გონებით გათვალეთ თითოეული ნაბიჯი, იყავით დაკვირვეული დეტალებისადმი. დაუთმეთ მეტი დრო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კვირის მეორე ნახევრიდან გააქტიურდით, დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
მორიელი
ინფორმაციების მიღება-გაცემის კვირა დაგიდგათ. გახშირდება მეგობრული შეხვედრები, ფარული მოლაპარაკებები. მოისმინეთ ყველაფერი, გააანალიზეთ, მაგრამ ნუ გამოააშკარავებთ ფაქტებს თქვენი პირადი ცხოვრებიდან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ტურისტული მგზავრობისას, ლაშქრობის ან შვებულებისას.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. ვარჯიშისას მსუბუქი ილეთები შეასრულეთ. იყავით დაკვირვებული საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დროს. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. გაერკვიეთ სამემკვიდრეო საკითხებში.
თხის რქა
გახშირდება საქმიანი, მეგობრული და რომანტიკული შეხვედრები. იყავით მზად სასიამოვნოსთვისაც და სირთულეებისთვისაც. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კლიენტებთან, საქმიან პარტნიორებთან. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
მერწყული
ვალდებულებები მოგემატებათ და მოთმინებით აღიჭურვეთ. იყავით მზად სხვის დასახმარებლად - სახლშიც და სამსახურშიც. შეიძლება ახლობელზე მოგიწიოთ მზრუნველობამ. კარგი იქნება, თუ დაივიწყებთ მავნე ჩვევებს, შეეცდებით მაინც. დაიწყეთ ვარჯიში, ცურვა.
თევზები
მოიმატებს რომანტიკულობის განცდა, მაგრამ ეცადეთ, ამან არ შეგიშალოთ ხელი მუშაობაში, საქმეების მოგვარებაში. დაიწყეთ შემოქმედებითი იდეების დასრულება. მეტი დრო გაატარეთ ბავშვების გვერდით. უქმეები და თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.