სავსემთვარეობის მსგავსად, ახალმთვარეობაზეც მომატებულია ემოციურობა. ამ დღეს მზე და მთვარე კირჩხიბშია და მათ გვერდითაა ლილიტი (ცდუნებები). მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან, სტრესულ სიტუაციებს. მაქსიმალური დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები; მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.
27 ივნისი, მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
კარგია სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია.
ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
28 ივნისი, მთვარე 15:53-ზე ესტუმრება კირჩხიბს. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი, მაგრამ არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.
პირველი ივლისი, მთვარე 04:39-ზე გადავა ლომში. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ), თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.
3 ივლისი, მთვარე 16:29-დან იქნება ქალწულში. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.
კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.