წელს კიდევ ერთი „სარკისებური თარიღის“ ზღვარზე ვართ. ასეთ დღეებს განსაკუთრებული ჯადოსნური თვისებები აქვს. გირჩევთ, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა და მაქსიმალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
07/07/2022 აერთიანებს არა მხოლოდ ორ შვიდეულს, არამედ სამ ორიანსაც ერთდროულად. ნუმეროლოგები ირწმუნებიან, რომ 7 ივლისს თითოეულ ჩვენგანს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ამ დღეს უნდა გათავისუფლდეთ ყველანაირი ნეგატიური ფიქრისგან და შეეცადოთ, პოზიტიურ ტალღაზე გადახვიდეთ.
ასტროლოგები გირჩევენ 7 ივლისს რაიმე ახლის გაკეთებას. ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტი სამსახურში ან თქვენთვის უჩვეულო ჰობი. მთავარია, პროცესმა ნამდვილი სიამოვნება მოგიტანოთ.
ამ დღეს თქვენ უნდა შეასრულოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რიტუალი. პირველ რიგში, გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე ზედმეტისგან. ეს ხელს შეუწყობს პოზიტიური ენერგიის მოზიდვას იმ ადგილას, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ.
ექსპერტები გვირჩევენ ბინის გალამაზებას მცენარეებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, პიტნა და ლიმონის ხის ტოტები.
რაც შეეხება დღის მთავარ სურვილს, აუცილებელია, რომ დილის 7 საათსა და 7 წუთზე ან საღამოს 7 საათსა და 7 წუთზე ისურვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. სურვილის ჩაფიქრების ყველაზე მარტივი გზა მისი ფურცელზე დაწერაა, შემდეგ ფურცელი ორჯერ უნდა დაკეცოთ და დაწვათ, ხოლო ფერფლი დილით ან საღამოს ქარს გაატანოთ.
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებისთვისაც ივლისი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
საცობი და გაჩერებული საათი - 5 აშკარა ნიშანი, რომლებითაც თქვენი მფარველი ანგელოზი მინიშნებას გიგზავნით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან