კვირის მთავარი მოვლენაა სუპერსავსემთვარეობა, რომელიც 13 ივლისს გველოდება კირჩხიბის ზოდიაქოში, 22 გრადუსში, 22:37-ზე. სუპერსავსემთვარეობა ნიშნავს, რომ მთავრე იქნება ჩვეულ ზომაზე დიდი და კაშკაშა, რადგან მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწასთან. ამ დღეს უცნაურობებს, განახლებებს ექნება ადგილი. იყავით ფრთხილი მატერიალური საკითხების მოგვარებისას. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ქმედებისადმი. 14 ივლისიდან მთვარე უკვე კლებას დაიწყებს და საუკეთესო დრო დგება დიეტის დასაწყებად და ზედმეტობების მოსაცილებლად.
ვერძი
ყოველდღიური საქმეები და ვალდებულებები გადაგღლით. გირჩევთ, მეტად დაესწროთ ოჯახურ და კულტურულ წვეულებებს. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად, დაგეგმეთ ვიზიტი ზოოპარკში; უქმეებზე მოიწყვეთ რომანტიკული დასვენება. მარტოხელები არ დაგაბნიოთ ლამაზად ნათქვამმა სიტყვებმა.
კურო
მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. მოაწესრიგეთ საყოფაცხოვრებო ნივთები. შეიძინეთ საოჯახო ნივთები. მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა გარშემო მყოფების თვალში. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში გაატარეთ.
ტყუპი
საქმეებზე გადართული ნუ დაივიწყებთ დასვენებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მოიფიქრეთ კვირის პროგრამა, რაც ცხოვრებას გაგიხალისებთ. უქმეები გაატარეთ ქალაქგარეთ. მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად. ამასთან, დაფიქრდით, როგორ უნდა გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
კირჩხიბი
თქვენი კვირაა. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. უბრალოდ, ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ სავსემთვარეობის დღეებში. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს. უქმეები გართობას, მხიარულებას დაუთმეთ.
ლომი
მოგინდებათ გარემოს, სიტუაციის რადიკალურად შეცვლა. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღეს ქალაქგარეთ, ბუნებაში გაატარებთ ან გამონახავთ დროს შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით.
ქალწული
ჩვეული საქმეების პარალელურად ისეთ პროექტებშიც ჩაერთეთ, სადაც ყველას არ იწვევენ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ზოგიერთი საკითხის მოგვარებისას გამომძიებლის როლიც კი უნდა მოირგოთ. უქმეები ხალისიანად გაატარეთ, შინ ნუ გაჩერდებით.
სასწორი
ახალი შთაბეჭდილებების მიღება მოგინდებათ და უმეტესობა შეიძლება შვებულებაში გაემგზავროთ. კარგი იქნება თანამოაზრეებთან ერთად პროექტზე მუშაობა. სავსემთვარეობის დღეებში არ გირჩევთ გადაღლას, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
მორიელი
მიზნების განხორციელებაზე ხართ ორიენტირებული და ზოგ შემთხვევაში შეიძლება გარისკოთ კიდეც. პარტნიორებთან ერთად დაგეგმეთ ბიუჯეტი. დააკვირდით საყვარელი ადამიანის ქცევას, გამონათქვამებს. არ გახდეთ ილუზიებისა და ტყუილის მსხვერპლი.
მშვილდოსანი
საქმეებით ხართ დაკავებული, მაგრამ ნურც წვეულებაზე დასწრებას მოიკლებთ. უფრო მეტიც, თავადაც უნდა მოაწყოთ მხიარული შეკრებები. გაიცანით ბიზნესისთვის საინტერესო და საჭირო ადამიანები. ამასთან, იზრუნეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებაზეც.
თხის რქა
სუპერსავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება და მაქსიმალური დაკვირვება მოგეთხოვებათ. დაიწყეთ პროექტების დასრულება, მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. პარასკევიდან მეტად დაისვენეთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გაბზარული ურთიერთობების გამთელებაზე.
მერწყული
უნდა იზრუნოთ, რომ მეტად შეიქმნათ ჰარმონია გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით, ოჯახის წევრების მიმართ. პარტნიორებს ხანდახან თქვენც უნდა დაუთმოთ. არ გაეხვიოთ საეჭვო გარიგებებში, ჩახლართულ ამბებში. უქმეები გაიხალისეთ ქალაქგარეთ გამგზავრებით, მეგობრებთან შეხვედრებით.
თევზები
იყავით დაკვირვებული დეტალების, ფინანსური საკითხების მოგვარების მიმართ. ემოციურობა მომატებულია და ეცადეთ, ცხელ გულზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები. უქმეები ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატარეთ, დაესწარით გასართობ ღონისძიებებს.