NASA-მ "სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ფოტო" გამოაქვეყნა - ახლა მეცნიერების მთავარი მიზანი შორეულ პლანეტებზე სასიცოცხლოდ ვარგისი ტერიტორიების აღმოჩენაა - Marao

NASA-მ "სამყაროს ყველაზე ღრმა და დეტალური ფოტო" გამოაქვეყნა - ახლა მეცნიერების მთავარი მიზანი შორეულ პლანეტებზე სასიცოცხლოდ ვარგისი ტერიტორიების აღმოჩენაა

2022-07-12 11:07:33+04:00


რამდენიმე საათის წინ „ნასამ“ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული კოსმოსის ფოტო გაასაჯაროვა, რომელიც ყველაზე დიდ სიღრმეში გადაღებული ხარისხიანი ფოტოა, რაც კი აქამდე გვინახავს.

პირველად ფოტო თეთრ სახლში გამართულ საღამოზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუდგინეს. ტელესკოპით გადაღებულ ფოტოზე სამყაროს პატარა მონაკვეთი ჩანს, რომელსაც SMACS 0723, ანუ მოციმციმე გალაქტიკების სინათლე უწოდეს.

ვების ტელესკოპი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოგონებად, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია კოსმოსის შესწავლა და მასზე დაკვირვება საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოსახულებების გადაღების ხარჯზე.

ტელესკოპის მთავარი მიზანი შორეული პლანეტების გამოკვლევაა, რათა მეცნიერებმა სიცოცხლისთვის ვარგისი ახალი ადგილები აღმოაჩინონ.

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებისთვისაც ივლისი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება

საცობი და გაჩერებული საათი - 5 აშკარა ნიშანი, რომლებითაც თქვენი მფარველი ანგელოზი მინიშნებას გიგზავნით

ვინ გამდიდრდება და ვის ელის წარმატება - 2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის