ვერძი
არ გაართულოთ ურთიერთობები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, მშობლებთან. იყავით დაკვირვებული მუშაობისას, უკონფლიქტო. იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, ახალგაცნობილებს ნუ ენდობით.
კურო
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ. იყავით ფრთხილი, რომ არ შეგეშალოთ ხელი საქმეების მოგვარებაში, მგზავრობაში. საქმიანი ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს და პირიქით.
ტყუპი
სამსახურში დაკვირვებით იმოქმედეთ. მოერიდეთ უსიამოვნო პირებთან შეხვედრას, მათთან საქმეების წარმოებას. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები. უქმეები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
კირჩხიბი
არ გირჩევთ არავისთან კონფლიქტს, განსაკუთრებით, ზემდგომებთან. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან ერთად. მას შეიძლება თქვენი მორალური მხარდაჭერა დასჭირდეს. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, წყალთან.
ლომი
აუჩქარებლად, დაკვირვებულად იმოქმედეთ. არ გირჩევთ ფიზიკურ აქტიურობას, გადაღლას, ემოციებს აყოლას. სასურველია, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.
ქალწული
მიიქცევთ გარშემო მყოფების ყურადღებას თქვენი საქმიანობით. იყავით მომართული თანამშრომლობაზე, თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად მუშაობაზე. მიიღებთ თანამდებობას ან ფულს ადრე შესრულებული საქმისგან. უქმეები დაუთმეთ ბავშვებთან ერთად გართობას.
სასწორი
არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. მოერიდეთ აგრესიულობას კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. კარგი პერიოდია უსარგებლო ნივთებისგან გასათავისუფლებლად. უქმეებზე არ დაგეგმოთ რთული, სარისკო საქმეები.
მორიელი
გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, მივლინება. იყავით დაკვირვებული დეტალებზე მუშაობისას. არ გირჩევთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს. დაივიწყეთ ყველა წარსული წყენა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან გააგრძელეთ.
მშვილდოსანი
ფინანსური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ და ფულის გამო არ გირჩევთ კამათს გარშემო მყოფებთან. შეხედეთ გარშემო მყოფებს უცხო თვალით, ობიექტურად შეაფასეთ მათი ქმედებები. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
თხის რქა
მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, ახალი არაფერი დაიწყოთ. იყავით მათ გვერდით, ვინც თქვენთვის ძვირფასია. გადახედეთ გარშემო მყოფებს, ახალგაცნობილებს; ზოგიერთთან შეიძლება ფლირტი, რომანტიკული ურთიერთობა გააბათ.
მერწყული
მოერიდეთ კამათს და საქმეების გარჩევას კოლეგებთან. არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. მეტი საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა მეტად ძლიერს გაგხდით. უქმეები ერთად და რომანტიკულად გაატარეთ.
თევზები
აკონტროლეთ ემოციები, არ გირჩევთ კამათს გარშემო მყოფებთან. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების და გადაადგილების დროა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და გრძნობების აფეთქება გელოდებათ.