ახალი მთვარე ლომში 28 ივლისს: ნახეთ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აგვისტოს თვეში - Marao

ახალი მთვარე ლომში 28 ივლისს: ნახეთ, რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აგვისტოს თვეში

2022-07-27 17:17:23+04:00


28 ივლისს ლომში ახალი მთვარე იქნება, რომელიც ასპექტის გამო ცეცხლოვანი ამბიციებით იქნება გაჯერებული. ენერგიების ეს თანაფარდობა მიგვითითებს იმაზე, რომ ყველა ჩვენგანი შეიძლება გახდეს უზარმაზარი ამბიციებით გაბერილი და შემოქმედებითი სპორტში, კარიერაში ან საოჯახო და საშინაო საკითხებში.

მაშასადამე, ახალი მთვარე, რომელიც 28 ივლისს იქნება, შეიძლება იყოს დრო. თქვენ იგრძნობთ რაიმე სახის სირთულეს მრავალი თვალსაზრისით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ყველაზე დაჟინებული და ჯიუტი მიაღწევს მიზანს.

ვერძი

ახალი მთვარე მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებას ბავშვებში. შესაძლებელია ფეხმძიმობაც.

კურო

ახალი მთვარე მოიტანს ახალ საცხოვრებელ ადგილს ან სახლის ყიდვის/გაყიდვის პროცესის დაწყებას. ასევე, ეს მოვლენა გავლენას მოახდენს თქვენს ერთ-ერთ მშობელზე: მოსალოდნელია განქორწინება და სხვა მსგავსი ტიპის პრობლემები.

ტყუპები

ახალი მთვარე თქვენს ცხოვრებაში ახალ მარშრუტს შემოიტანს: ეცადეთ ბევრი იმოგზაუროთ და განვითარდეთ კარიერის მხრივ.

კირჩხიბი

ახალი მთვარე მოგიტანთ შემოსავლის ახალ წყაროს, ან დაიწყებთ ახალ დიეტას და გადახედავთ თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. ასევე სავარაუდოა, რომ მიიღებთ ლამაზ საჩუქარს ან ფულს.

ლომი

ახალი მთვარე საკუთარ თავზე ახალ აღქმას მოგიტანთ, მოგინდებათ იმიჯის, ვარცხნილობის, მაკიაჟის ან სტილის შეცვლა. გაგიჩნდებათ ამბიციური სურვილი, წინ წასწიოთ საკუთარი თავი და თქვენი იდეები, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საინტერესო საქმიანობა.

ქალწული

თითქოს რაღაც დატოვებს თქვენს ცხოვრებას, რაც აშკარად შეგიშლით ხელს წინსვლაში. ეს შეიძლება იყოს გარკვეული შიშები და დამოკიდებულებები.

სასწორები

იქნება სიახლეები მომხმარებელთა გაზრდის ან ახალი უცხოელი კოლეგების გაჩენის კუთხით.

მორიელი

ახალი მთვარე მოგიტანთ სასიამოვნო სიახლეებს. ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობა ან ახალი უფროსი. სავარაუდოა, რომ დასახავთ ახალ მიზანს ცხოვრებაში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს თქვენი სტატუსის, პროფესიის ან ცხოვრების სტილის გაუმჯობესების სურვილთან.

მშვილდოსანი

ახალი მთვარე მოგიტანთ პიროვნულ ამბიციებს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს თქვენს ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლის სურვილთან. მაგალითად, შეიძლება გინდოდეთ თქვენი ბიზნესის გაფართოება ან შვილის გაჩენა და, შესაბამისად, გადახედოთ თქვენს საცხოვრებელს, რომელიც საკმარისად დიდი არ არის.

თხის რქა

ახალმა მთვარემ შესაძლოა ახალი ეტაპი შემოიტანოს თქვენი ოჯახის ფინანსებში: მემკვიდრეობის მიღება, დიდი თანხის ინვესტიცია ან იპოთეკის აღება გადაწყვიტოთ. ასევე, ახალ მთვარეს შეუძლია ახალი ინტიმური ურთიერთობის მოტანაც, რამაც შეიძლება შემდგომში ორსულობა გამოიწვიოს.

მერწყული

ახალმა მთვარემ შეიძლება თქვენს ცხოვრებაში შემოიტანოს ინტერესთა კონფლიქტი ცეცხლოვან და ტემპერამენტულ ადამიანებთან. ასევე სავარაუდოა, რომ თქვენი პარტნიორი დაიწყებს ცხოვრების ახალ ეტაპს და გაგიჭირდებათ ამ ცვლილებებთან შეგუება.

თევზი

ახალ მთვარეს შეუძლია თქვენს ცხოვრებაში შემოიტანოს ახალი სამუშაოები საცხოვრებლის გარშემო (რემონტი, გადასასვლელად მზადება) ან ჯანმრთელობის პრობლემები და საკუთარ რეჟიმზე ზრუნვის აუცილებლობა.

სად უნდა მოვიწყოთ დასვენება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც განსაკუთრებული ინტელექტითა და შესაძლებლობებით გამოირჩევიან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს სწორედ ახლა, წლის მეორე ნახევარში შეხვდებიან

5 მიზეზი, რის გამოც ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები საუკეთესო მეგობრები არიან