1-7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

1-7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2022-08-01 16:12:04+04:00


ვერძი

თუ ქალაქში ხართ, დაკვირვებით მოაგვარეთ საქმეები. გახშირდება გადაადგილება. შვებულებაში მყოფებმა განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მოუწყვეთ სასიამოვნო სიურპრიზები ახლობლებს, ვინც გიყვართ. მოერიდეთ ეჭვიანობას საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად.

კურო

მეტად უნდა იფიქროთ ბინის კეთილმოწყობაზე. შეიძინეთ ლამაზი, ხარისხიანი ნივთები. კარგი იქნება სარემონტო სამუშაოების ჩატარებაც. იზრუნეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ოჯახის წევრებთან. კარგი იქნება, თუ უქმეებს ერთად გაატარებთ, მოაწყვეთ ოჯახური წვეულება.

ტყუპი

მოგინდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, ურთიერთობის გაუმჯობესება გარშემო მყოფებთან, ლამაზი ადგილების მონახულება, შთაბეჭდილებების მიღება. იყავით საქმეების კურსში, დაინტერესდით ახლობლების საქმეებით. უქმეები გაატარეთ ქალაქგარეთ, მოიწყვეთ ექსკურსია ლამაზ, ისტორიულ ადგილებში.

კირჩხიბი

გახშირდება შეხვედრები, მიმოწერა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან. ერთად დაესწარით გასართობ წარმოდგენებს, ჩაერთეთ ინტელექტუალურ თამაშებში, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში.

ლომი

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, დაუთმეთ ვალდებულებებს დღის პირველი ნახევარი, - დანარჩენი დრო კი გართობას, მხიარულებას. იყავით მომართული საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაზე. საუკეთესო დროა, რომ იზრუნოთ იმიჯის, სტილის გაუმჯობესებაზე. შეიძინეთ ლამაზი, ხარისხიანი ნივთები.

ქალწული

გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოგინდებათ საკუთარი გრძნობების შემოქმედებაში გადატანა. გაფრთხილდით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. თუ მუშაობას აგრძელებთ, იყავით დაკვირვებული, გააქტიურდებიან კონკურენტები, ფარული მტრები.

სასწორი

კარგი დროა ახლის შესასწავლად. ეს შეიძლება იყოს უცხო ენა ან კომპიუტერული პროგრამა. განახლდება შეხვედრები საქმიან პარტნიორებთან, თანამოაზრეებთან, რომლებთანაც ახალ პროექტებზე აპირებთ მუშაობას. თავისუფალ დრო შეეხმიანეთ მეგობრებს, მათ თქვენი ყურადღება აკლიათ.

მორიელი

ახლა თქვენი აქტიურობის დრო დადგა. უნდა მოინდომოთ, რომ აიმაღლოთ სოციალური სტატუსი, დაწინაურდეთ. საუკეთესო პერიოდია საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით უსაფრთხოების ზომები.

მშვილდოსანი

მოიმატებს თქვენი აქტიურობა, მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა. შეიძლება მიიღოთ საქმიანი შემოთავაზება საზღვარგარეთიდან. განაახლეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. მოიცილეთ მავნე ჩვევები. არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან კამათს, ეჭვიანობას.

თხის რქა

ცვლილებები გელით სახლშიც და სამსახურშიც. სახლში შეგიძლიათ ავეჯი გადააადგილოთ. სამსახურში კი ჩაერთეთ ახალ პროექტებში, მოგიწევთ ჯგუფის ხელმძღვანელობა. ხუთშაბათიდან დაიწყეთ ვარჯიში, დიეტა. იზრუნეთ იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე.

მერწყული

სამსახურის გრაფიკი ისე შეადგინეთ, რომ თავისუფალი დრო დაგრჩეთ. მოგინდებათ ორიგინალური იდეების განხორციელება. საუკეთესო დროა ინტელექტუალური საქმიანობის, სწავლისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. უქმეებზე საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზები გელოდებათ.

თევზები

კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. არ გირჩევთ ზედმეტი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას. გაფრთხილდით, ტრავმული კვირაა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. უქმეებზე მოგინდებათ ახალი კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. შეძენამდე ყველაფერი კარგად შეამოწმეთ.