როგორ ხიბლავენ ზოდიაქოს ყველაზე ლამაზი ნიშნები მამაკაცებს - Marao

როგორ ხიბლავენ ზოდიაქოს ყველაზე ლამაზი ნიშნები მამაკაცებს

2022-08-05 13:48:01+04:00


თითოეული ქალი თავისებურად მიმზიდველია და საიდუმლო არავისთვისაა, რომ ორი იდენტური ქალის პოვნა საკმაოდ რთულია. ექსპერტები შეეცადნენ გაერკვიათ, რომელი საერთო ნიშან-თვისება შეიძლება გამოვლინდეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თქვენი მომხიბვლელობა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებით რომ გამოიყენოთ, გაეცანით ასტროლოგების აზრს.

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მიმზიდველობაზე მეტად, ბუნებრივი მაგნეტიზმის მფლობელია. ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ, ცოტა უფრო მშვიდები გახდნენ - ეს მათ ცხოვრების იდეალური თანამგზავრის პოვნაში დაეხმარება.

კურო

ქალი კუროები არც ისეთი მარტივები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. მათ მგზნებარე წარმოსახვის უნარი აქვთ და რჩეულის ყურადღების მიქცევა შეუძლიათ. თუ ბუნებით ძლიერი კურო პარტნიორის მიმართ მეტ სინაზეს გამოავლენს, მტკიცე და ბედნიერ ურთიერთობას ააგებენ.

ტყუპი

ტყუპის მიმზიდველობა და ქალურობა მათი კომუნიკაციის უნარში ვლინდება. არ უჭირთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის დაინტერესება ორიგინალური საუბრით. ასტროლოგები მას ურჩევენ, მოსაუბრეს აზრის გამოთქმის საშუალება მისცეს და ყურადღებით მოუსმინოს. ასე საკუთარი მომხიბვლელობის გამოვლენის მეტი შანსი მიეცემა.

კირჩხიბი

ქალი კირჩხიბები წარმოუდგენლად ემპათიურები არიან. ხშირად საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან, თუმცა საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას იდუმალი ქმედებებით იქცევენ. ასტროლოგები ურჩევენ, ისწავლონ საკუთარი ემოციების მართვა. ეს ძალებისა და ქალურობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

ლომი

ლომები საკუთარი უშიშრობითა და გარემოს მათ სასარგებლოდ გამოყენებით არიან მიმზიდველები. ყურადღების მიქცევა შეუძლიათ ერთი სიტყვით ან თუნდაც თავის ერთი შემოტრიალებით. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალების მიმზიდველობის ძალა მდგომარეობს მათ უნარში, იყვნენ ქალურები, შექმნან უსუსურობისა და სრული მორჩილების ილუზია. თუ პარტნიორი ქალი ლომის მოხიბვლას შეძლებს, ის მას „პირველობას“ დაუთმობს, თუმცა დროებით.

წაიკითხეთ სრულად