ვერძი
საუკეთესო კვირაა მოგზაურობის, დასვენებისა და გართობისთვის. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. გამონახეთ დრო ბინის კეთილმოწყობისთვის. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, ნუ შეილახავთ რეპუტაციას. კვირის ბოლოს ნათესავებს უმასპინძლეთ.
კურო
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან. შეიძლება მათ გაიგონ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში უმალავდით. ეცადეთ, თქვენი ნათქვამი ყველამ სწორად გაიგოს. იყავით მეტად რეალისტური და არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან. უქმეებზე დაგეგმეთ ქალაქგარეთ გამგზავრება, პიკნიკი ან ექსკურსია.
ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაცას გიმალავენ. გარდა ამისა, საერთო მიზნებისა და გეგმების განხილვაც ბევრ კამათს გამოიწვევს. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და სასურველი ნივთების შეძენას შეძლებთ.
კირჩხიბი
გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თუ დასვენებას ჯერ ვერ აპირებთ, ისეთი იდეები განახორციელეთ, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. კვირის ბოლოს მოიცალეთ და გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.
ლომი
კვირის დასაწყისში თავით უნდა გადაეშვათ სამსახურის საქმეებში. მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ. დაწყვილებულებმა უქმეებზე გამორთეთ მობილური და მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სიმშვიდეში.
ქალწული
საქმეებით დატვირთული ხართ და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ წვრილმანებიც კი არ გამოგრჩეთ. გახსოვდეთ, რომ ათასი თვალი და ყური გაკვირდებათ. თავისუფალი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ გემრიელობებით, მზრუნველობით.
სასწორი
მეტად აიძულეთ საკუთარი თავი, რომ შეასრულოთ ვალდებულებები, თანაც - საუკეთესოდ. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და გააქტიურდით გამარჯვებისთვის. ნაკლებად იკამათეთ საყვარელ ადამიანთან. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მას საიდუმლოებები გაუჩნდა, მაგრამ სანამ თვითონ არ მოინდომებს, ვერაფერს გაიგებთ.
მორიელი
თქვენს დაკვირვებულ მზერას არაფერი გამოეპარება. იყავით მომართული საქმეების და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად, მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. უქმეებზე მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
მშვილდოსანი
მოუფრთხილდით პირად ნივთებს. ნუ გადაუშლით საკუთარ გულს ყველას, ნუ ხართ ყველაზე მზრუნველი. საუკეთესო პერიოდია მიმდინარე პროექტების გასაუმჯობესებლად, სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად. უქმეები მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
თხის რქა
საქმეებით დატვირთული კვირა გეწყებათ, მაგრამ აუცილებლად გამონახეთ დრო თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ისწავლეთ გრძნობების გამოხატვა. კვირის მეორე ნახევარი პროექტების დასრულებას დაუთმეთ. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით უსარგებლო ნივთებისგან.
მერწყული
ნუ იქნებით მიმნდობი და გულუბრყვილო. აფერისტებმა შეიძლება ბოროტად ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით. არ გირჩევთ ფულის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას, გასესხებას. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესოდ და რომანტიკულად გაატარეთ.
თევზები
სამსახურში შეიძლება კოლეგების საქმეებიც თქვენი შესასრულებელი გახდეს. იყავით დაკვირვებული. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების მიმართ. პარტნიორებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. საყვარელ ადამიანს რომც არ ეთანხმებოდეთ, სხვების თანდასწრებით მის კრიტიკას არ გირჩევთ.