22-28 აგვისტოს სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

22-28 აგვისტოს სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება 23 აგვისტოს მზე ქალწულში გადადის და 27-ში, 12:16-ზე კი ახალმთვარეობა იქნება ქალწულში.

ქალწულებო, გილოცვათ მზის თქვენს ნიშანში გადმობრზანებას. გააქტიურდით ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ქალწული არის პედანტური, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე ნიშანი. ადამიანების უმეტესობას მოუნდება დეტალებში გარკვევა, წვრილმანებზე დაკვირვება, მიღებული ინფორმაციების გადამოწმება. ახალმთვარეობაზე არ დაგავიწყდეთ სურვილის ჩაფიქრება, სამომავლო მიზნების ჩამოწერა.

22 აგვისტო, მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. მაგრამ არ გადატვირთოთ კუჭი.

კარგია აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ
დამატენიანებელი კრემების გამოყენება. ცუდია კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

24 აგვისტო, მთვარე ლომში გადაბრძანდება 17:07-ზე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები.

ცუდია ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

27 აგვისტო, მთვარე 04:24-დან იქნება ქალწულში. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93