ვერძი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მიზეზი შეიძლება თქვენი ლიდერობა ან დამოუკიდებლად მოქმედება გახდეს. გარშემო მყოფების აზრის გათვალისწინება ხანდახან მაინც მოგიწევთ. შეყვარებულებმა შეიძლება თანაცხოვრება, ნიშნობა გადაწყვიტოთ.
კურო
ნაკლებად დაიტვირთეთ. შეიძლება ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ და ვალდებულებებთან გამკლავება გაგიჭირდეთ. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და ახალი საქმის დაწყება მომავლისთვის გადადეთ. უქმეები ახლობლებთან ერთად გაატარეთ. მოიცილეთ ძველი, უსარგებლო ნივთები.
ტყუპი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, მაგრამ ყველა დოკუმენტი, ცნობა ორჯერ გადაამოწმეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მგზავრობისას რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
კირჩხიბი
დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის გამო ოჯახს არ მოაკლოთ ყურადღება და საოჯახო ვალდებულებების გამო პროფესიული საკითხები არ დაგეჩაგროთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ძვირად ღირებულ ნივთებს ან კომპიუტერულ ტექნიკას ნუ შეიძენთ.
ლომი
გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. გაფრთხილდით, ზედმეტი ამბიციების გამო არ გაიფუჭოთ ვინმესთან დამოკიდებულება. მიიღებთ უამრავ ინფორმაციას და უნდა განასხვაოთ ნამდვილი ტყუილისგან. მიუბრუნდით სწავლას, საუკეთესო დროა გამოცდების გადასაბარებლად. დაკვირვება გმართებთ მგზავრობისას.
ქალწული
საქმეები და ვალდებულებები მოგემატებათ. დაკვირვებით იყავით ახალი პროგრამების ათვისებასთან. ყურადღება გმართებთ საბუთებთან მუშაობისას. ნუ ანდობთ პირად ინფორმაციას, ფინანსური საკითხების მოგვარებას სხვებს. უქმეები დასვენებას, ძალების აღდგენას, მეგობრებთან ერთად მხიარულებას დაუთმეთ.
სასწორი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ახლობლების მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაიჩაგრავთ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა ახლობლებისთვის. უქმეებზე გახშირდება მეგობრული შეხვედრები.
მორიელი
საქმეების მოგვარებისას გახშირდება შეზღუდვები და აკრძალვები. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. არ გადაიღალოთ, გამოყავით დრო დასვენებისთვის. კვირის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მიზანმიმართული გახდებით. მშობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
მშვილდოსანი
დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება. მეგობრების ან თანამოაზრეების გამო შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა. მოერიდეთ კონფლიქტს და კავშირების გაწყვეტას ახლობლებთან. კვირის მეორე ნახევარში გახშირდება მივლინება, საქმიანი შეხვედრები და ინტერნეტკონტაქტები.
თხის რქა
მიზნების განხორციელების სურვილით სირთულეებს იოლად გადალახავთ. გაფრთხილდით, რომ არ გადაიღალოთ და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მოიცილეთ მავნე ჩვევები.
მერწყული
ღირებულებების გადაფასების დრო დაგიდგათ. მიიღებთ ინფორმაციას, რაც სრულიად შეგიცვლით მსოფლმხედველობას, მიზნებს. საუკეთესო დროა გამოცდების ჩასაბარებლად. უქმეებზე გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
თევზები
ცვლილებების დროა. შეიძლება ახალი მიზნები გაგიჩნდეთ და ძველ საქმეებს სრულიად ჩამოშორდეთ, მაგრამ აჩქარებას არ გირჩევთ და ნურც კარდინალურ ცვლილებებს განახორციელებთ. საქმეები, რაც ადრე არ გამოგდიოდათ, ახლა იოლად მოსაგვარებელია.