19-25 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

19-25 სექტემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
საუკეთესო იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ დასვენებას მოიწყობთ და ზღვაზე გაემგზავრებით. თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მოიცილეთ ზედმეტი ვალდებულებები. უქმეებზე სრული სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ნუ აჰყვებით ემოციებს, ნუ გაეხვევით უსიამოვნებებში.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ ბინაში რემონტის დასრულებას, მის კეთილმოწყობას, მაგრამ საყოფაცხოვრებო და კომპიუტერულ ტექნიკას ნუ შეიძენთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მოგინდებათ შინ მეგობრების მიპატიჟება. უქმეებზე მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.

ტყუპი
მოიმატებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობის სურვილი. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. თუ ვინმესთან გაბუტული იყავით,
ახლა საუკეთესო დროა შესარიგებლად. ზოგადად, ეს კვირა კარგია საქმეები, პროექტების დასასრულებლად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
სიმშვიდე და განმარტოება მოგინდებათ. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, დატკბით შემოდგომის მზიანი დღეებით. თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ, საღამოობით მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საუკეთესო კვირაა ლიტერატურული ნიჭის გამოსავლენად, იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

ლომი
დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. დაფიქრდით, რამ შეიძლება გაგიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. არ თქვათ მეგობრულ მიპატიჟებებზე, წვეულებაზე დასწრებაზე უარი, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ვისაც შეიძლება თქვენი იდეები გაუზიაროთ, გაიჩინოთ ახალი დამფასებლები.

ქალწული
გარშემო მყოფებს ნუ გაუმხელთ თქვენს იდეებს და ნურც მათ განხორციელებას იჩქარებთ ამ კვირაში. იყავით დაკვირვებული დეტალებზე მუშაობისას. კარგი დროა პროექტების გამოსასწორებლად, გადასაკეთებლად, შესაცვლელად. უქმეებზე მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

სასწორი
ცოტა ხნით გაერიდეთ ყოველდღიურ ქაოსს, დაისვენეთ სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა, ენერგიის მომატებას იგრძნობთ, მაგრამ ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ, უბრალოდ, დაგეგმეთ, ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გსურთ ახალმთვარეობის, თქვენი დაბადების დღის შემდეგ.

მორიელი
დააკვირდით გარშემო მყოფებს, ვისთან ერთადაც მუშაობთ, მაგრამ საკუთარ მოსაზრებებს ნუ გამოთქვამთ. მარტოხელებმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. კვირის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას. არ გირჩევთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს, დაასრულეთ პროექტები. იყავით მომართული წინსვლაზე, მაგრამ ნურც დეტალებზე მუშაობაზე იტყვით უარს. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად ყურადღებიანი, გაანებივრეთ სიურპრიზებით.

თხის რქა
უნდა მიიღოთ ის, რაც გსურთ და საუკეთესო შემოთავაზებებით. მიუბრუნდით ძველ საქმეებს, იმას, რაც გადადებული გქონდათ. იბრძოლეთ იმისთვის, რომ ხელმძღვანელობამ შეგამჩნიოთ და დაგაფასოთ. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, უქმეები გაატარეთ მშვიდად, რადგან ორშაბათიდან ახალი ვალდებულებები დაგემატებათ.

მერწყული
დაგროვილი საქმეების მოგვარება მარტოს გაგიჭირდებათ და უმჯობესია, დახმარება ერთგულ კოლეგებს სთხოვოთ. იყავით დაკვირვებული დეტალებთან, საბუთების გაფორმებისას. ნუ დაარღვევთ მოძრაობის წესებს. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.

თევზები
დაარეგულირეთ პარტნიორული ურთიერთობები. კოლეგების მიმართ იყავით მომთხოვნი და თავადაც დაკვირვებულად იმუშავეთ. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ მზრუნველობით და რომანტიკით. მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი და გაწყვიტეთ კავშირი უსიამოვნო ადამიანებთან. ფული ხარჯეთ მოზომილად.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93