ოქტომბერში პლანეტები აქტიურად მოძრაობენ: ქმნიან საინტერესო ასპექტებს, ზოგი დირექტულ სვლაში გადადის, ზოგი იწყებს რეტროგრადულ სვლას; იხსნება დაბნელებების დერეფანი. ეს მოვლენები ყველა ადამიანზე იქონიებს გავლენას, მაგრამ ზოგზე უფრო მეტად, ზოგზე - ნაკლებად. გაეცანით ყურადღებით ასტრომოვლენებს, დააკვირდით პერიოდებს, რათა უკეთ წარმართოთ თქვენი საქმეები, ცხოვრება.
მზე ახლა სასწორის ნიშანშია, 23 ოქტომბრამდე. საუკეთესო დროა სასწორების, ტყუპისა და მერწყულისთვის. 5 ოქტომბრიდან, როცა უკვე მერკური სწორ სვლაში იქნება, დაიწყეთ ახალი საქმეები, პროექტები, გააფორმეთ ხელშეკრულებები, შეიძინეთ სამგზავრო ბილეთები. სასწორი არის პარტნიორობის, ქორწინების, ჰარმონიულობის სიმბოლო და მზის სასწორში ყოფნის დროს სასურველია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან, საქმიან პარტნიორებთან. იყავით მომართული დიპლომატიურობაზე. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. გაინებივრეთ თავი ლამაზი ნივთებით, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობით.
23 ოქტომბრამდე სასწორის მმართველი პლანეტა ვენერა სასწორში იქნება. ეს საუკეთესო დროა ურთიერთობის დასარეგულირებლად ჩვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. აგრეთვე, მათთან, ვისთან ურთიერთობაც სიამოვნებას გვანიჭებს. კარგი იქნება, თუ დაკავდებით შემოქმედებითი საქმიანობით. შეყვარებულებმა შეიძლება დაწყვილება, დაქორწინება გადაწყვიტოთ.
თვის მნიშვნელოვანი მოვლენაა სატურნისა (ჩარჩოები, აკრძალვა) და ურანის (თავისუფლება, სიახლეები) დაპირისპირება. ასპექტი აქტიურია 25 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით. ეს არის განახლების, ძველის ახლით შეცვლის პერიოდი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. გაითვალისწინეთ წარსულის შეცდომები, რათა მომავალში დაცული იყოთ. ცვლილებები მოსალოდნელია სახელმწიფოებს შორისაც, ქვეყანაშიც, კომპანიებსაც და ოჯახებშიც. შეიძლება შეიცვალოს ისიც კი, რისი შეცვლაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ. ადამიანებსაც მოუნდებათ განახლება, ცვლილებები. კონსერვატიული შეხედულებები ინოვაციურებით შეიცვლება. მოიმატებს თავისუფლების, ჩარჩოებისა და სტერეორიპების დანგრევის სურვილი. სატურნი-ურანის დაპირისპირება ადრეც გვქონდა, ეს მეოთხე შემთხვევაა და გაიხსენეთ 2021 წლის 17 თებერვალი, 15 ივნისი და 24 დეკემბერი, რა ხდებოდა ამ დღეებში (პლუს/მინუს 5 დღე) სამყაროსა და თქვენს ცხოვრებაში.
წაიკითხეთ სრულად