ვერძი
თუ უფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას, მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში, მაქინაციაში გახვევას. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან, განსაკუთრებით, უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო. უქმეები დაუთმეთ მოგზაურობას, სწავლას, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას.
კურო
შეიძლება გაიგოთ, რომ პარტნიორები მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავენ. დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენს საფულეს. მოერიდეთ ვირუსიან ადამიანებთან კონტაქტს. უქმეები გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ტყუპი
კარგად გაერკვიეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. არ გირჩევთ საქმეების, სწავლის მიფუჩეჩებას. არ გაართულოთ დამოკიდებულება ნათესავებთან, მეზობლებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. უქმეები ერთად და საინტერესოდ გაატარეთ.
კირჩხიბი
ახალდაწყებული საქმეების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. დაეხმარეთ კოლეგებს სირთულეების დაძლევაში. აკონტროლეთ ფინანსები. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, კარგად გაერკვიეთ დეტალებში. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის, ესტუმრეთ ფიტნესკლუბს. უქმეებზე საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ.
ლომი
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მშვიდად გაერკვიეთ სიტუაციაში და ეცადეთ, ემოციების გარეშე გასცეთ ყველას პასუხი. რაც უფრო კომუნიკაბელური იქნებით, მით მეტ კარგ საქმეს გააკეთებთ. უქმეები ნათესავებთან ერთად გაატარეთ, მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. იყავით მზრუნველი შვილების მიმართ.
ქალწული
უამრავ დროს ხარჯავთ სამსახურის საქმეების მოგვარებაზე, გზაში. კარგი იქნება, თუ მგზავრობის დროს შემეცნებითი საქმიანობით, თუნდაც უცხო სიტყვების სწავლით გაირთობთ თავს. გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. აკონტროლეთ პრეპარატების მიღების დოზა. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთან. უქმეები ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
რთული საკითხების მოგვარებას მშვიდობიანი გზებით შეძლებთ. მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. ნუ გაახმოვანებთ იმას, რისი გამოძიებაც შეძელით. პარასკევს გაფრთხილდით ახალგაცნობილებთან. უქმეებზე მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან.
მორიელი
გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნორებთან, კოლექტივთან, რაც დაგეხმარებათ საქმეების უკეთესად შესრულებაში. ნუ ეტყვით დახმარებაზე უარს მათ, ვინც მოგმართავთ. მომავალში სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ.
მშვილდოსანი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში დაგეგმეთ და განახორციელეთ. არ იზარმაცოთ, მაგრამ რთულ ვალდებულებებს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. კვირის მეორე ნახევარში შეამცირეთ დატვირთვა. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. მოერიდეთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს.
თხის რქა
თუ უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავთ, ფინანსურ ზარალს ვერსად გაექცევით. ყურადღება გმართებთ ტექნიკასთან მუშაობის დროს. კვირის ბოლოს მიიღებთ საიდუმლო ინფორმაციას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მეტად მზრუნველი მის მიმართ.
მერწყული
საქმიანი შეხვედრები და კონტრაქტების გაფორმება დიდ დაკვირვებას მოითხოვს. იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე. გავლენიანი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მცირე კინკლაობაც კი შეიძლება დიდი უსიამოვნებით დასრულდეს.
თევზები
უამრავი საქმე და ვალდებულება დაგიგროვდათ შესასრულებელი, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დრო და ენერგია თანაბრად გადაანაწილეთ. მკურნალობის დროს დააკვირდით წამლის დოზას, არ გადააჭარბოთ. თუ ინტერნეტით აპირებთ რამის შეკვეთას, თანხის გადარიცხვას, გაათმაგებული ყურადღება გამოავლინეთ.