ასტროლოგია მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად წინასწარ გვაფრთხილებს, ამიტომ უმჯობესია ვარსკვლავებს ვენდოთ და თითოეული ნაბიჯი წინასწარ დავგეგმოთ.
დეკემბრის პირველი კვირა რეტროგრადული ნეპტუნის დასასრულია, ამიტომ ამ დროის მანძილზე ფხიზლად ყოფნა გმართებთ. ბევრ ჩვენგანს ახალი ოცნებები და სურვილები გაუჩნდება, თუმცა მათ უმეტესობას ასრულება არ უწერია, რადგან ნეპტუნი ილუზიების მმართველი პლანეტაა, ამიტომ თუ ამ პერიოდის მანძილზე ახალმა იდეებმა გაგიტაცათ, კარგად გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ მათი ახდენის ალბათობა მხოლოდ თქვენი ილუზიების ნაწილი არაა.
8 დეკემბერს სავსემთვარეობაა. ეცადეთ, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმე, შეხვედრა და სილამაზის პროცედურები არ დაგეგმოთ.
10 დეკემბერს უმჯობესია მოერიდოთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერას და შეთანხმებების გაფორმებას, რადგან ამ პერიოდში მიღწეული შეთანხმებებისამომავლოდ ცვლილებებს დაექვემდებარება.
15 დეკემბერს უმჯობესია არ დაგეგმოთ სახლის რემონტი, სერიოზული შესყიდვები, გრძელი მოგზაურობები და ფინანსური ტრანზაქციები. შესაძლებელია მომატებული იყოს აგრესია და შფოთვა.
გეგმებისა და ოცნებების ასრულების საუკეთესო პერიოდი 21 22 და 23 დეკემბერს გექნებათ, აქტიური მოქმედებები უმჯობესია 26 დეკემბრამდე შეასრულოთ.