ამ კვირაში სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის მე-17 გრადუსში, 8:08-ზე. სავსემთვარეობის ემოციური და დაძაბულია დღეა. შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, დაძაბულობა, შებრძოლება. არ გირჩევთ ვინმეს გაკრიტიკებას, კამათში ჩართვას. მილიონჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, ერთი სიტყვა შეიძლება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდოს. აგრეთვე, არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს ზემდგომებთან და მამაკაცებთან ოჯახშიც კი. აკონტროლეთ ემოციები, გამონათქვამები, შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა, ფრთხილად მჭრელ და ბასრ საგნებთან, საჭესთან. სავსემთვარეობის მოვლენებს პლუს/მინუს 3 დღე ექნება გავლენა.
5 დეკემბერი, მთვარე კუროშია. კარგი დღეა თავისა და სახის კანის კვებისთვის; თმის შეღებვა, გემრიელობის ჭამა; კარგია მკვებავი ნიღბების გაკეთება, პარაფინის პროცედურები. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
7 დეკემბერი, მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
9 დეკემბერი, მთვარე 11:50-ზე გადავა კირჩხიბში. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. დიასახლისებს საჭმელი გამოგივათ განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი. კარგია დამატენიანებელი კრემების გამოყენება. ცუდია კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან.