ეჭვგარეშეა, რომ დაბადების თარიღი ხასიათის თვისებებსა და თანდაყოლილ ნიჭს განსაზღვრავს. მომდევნო წლის რამდენიმე თვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება მომავალი მშობლებისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში დაიბადებიან მომავალი პოლიტიკოსები, მეცნიერები და გამომგონებლები.
ასტროლოგები თვლიან, რომ 2023 წელს ყველაზე ბედნიერი ბავშვები აპრილში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და დეკემბერში დაიბადებიან.
აპრილში შესანიშნავი ინტელექტისა და პოლიტიკური აზროვნების მქონე, მიზანდასახული ბავშვები დაიბადებიან. აპრილის ბავშვები დაჯილდოებულნი არიან კარგი ინტუიციით, სიმტკიცით, ნებისყოფით, მონდომებითა და სამართლიანობის გრძნობით. არა მხოლოდ შესანიშნავ ლიდერობა და გუნდის ხელმძღვანელობა, არამედ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაც შეუძლიათ. ისინი ბუნებით ნოვატორები არიან, ამიტომ ადვილად შეუძლიათ სამყაროს რამე ახალი და სასარგებლო შესძინონ.
დიდი ნიჭით გამოირჩევიან სექტემბერი დაბადებული ბავშვებიც. ამ შემთხვევაში მშობლების ამოცანაა დროულად დაინახონ შვილის პოტენციალი და მას განვითარების საშუალება მისცენ.
შემოდგომის ბავშვები დაჯილდოებულნი არიან პასუხისმგებლობის გრძნობით, ლოგიკითა და თანმიმდევრული აზროვნებით. ასეთ ბავშვებს წვრილმანებში ჩაძიება ახასიათებთ, გამოირჩევიან უცხო ენებისადმი მიდრეკილებით.
დეკემბერში მორჩილი, თბილი და პუნქტუალური ბავშვები იბადებიან. მშვიდი ხასიათი ნუ გაგაბრიყვებთ, რადგან მათში ნამდვილი ვულკანია მიძინებული.
ასტროლოგების აზრით, „დეკემბრის მესამე ათწლეულში დაბადებულებს მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ წარმატების მისაღწევად.“
ამ თვეში დაბადებული ბავშვები თავგადასავლებისა და მოგზაურობისკენ იქნებიან მიდრეკილები. მათი სახლი მუდამ სტუმრებითა და მეგობრებით იქნება სავსე, ამიტომ მშობლებიც მუდამ მზად უნდა იყვნენ ჟრიამულისთვის.
ადამიანებთან ურთიერთობა მათ ძალას მატებს, ამიტომ დეკემბრის თვეში დაბადებული ბავშვებს მასწავლებლობა და მენტორობა შეეფერებათ, მათთვის უცხო არც პოლიტიკური სფერო იქნება.