როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი - Marao

როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ მიაღწიონ წარმატებას: ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზი

2022-12-31 10:56:50+04:00


როგორი იქნება ასტროლოგიურად 2023 წელი სხვადსხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს. ასტროლოგი დეტალურად განიხილავს თუ რა საფრთხეებს უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები, რა უნდა გაითვლისწინონ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში და როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას...

ვერძი

თქვენთვის 2023 წლის პირველ ნახევარი შედარებით სასიკეთო იქნება. ეს განსაკუთრებით ადრე დაწყებული პროექტების წარმატებით გაგრძელებასა და დასრულებას ეხება. მაისის ბოლომდე მაღალი იქნება თქვენი მოტივაცია და მიზანსწრაფვა. ეს ბევრი პრობლემური საკითხის გადაჭრის ან ახალი პერსპექტივის განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. ყურადღების გამოჩენა გმართებთ იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ დეკადაში. ამ პერიოდში ურთიერთობებში დიპლომატიურობა და ტაქტის გრძნობა გამოიჩინეთ. თებერვლის მესამე დეკადიდან აპრილის მეორე დეკადის ჩათვლით პოზიტიური პერიოდი იქნება. სამსახურში და საერთოდ, საქმიან სფეროში გამოიჩენთ ინიციატივებს, დაამყარებთ საინტერესო კავშირებს, შეიძენთ შემოქმედებით პარტნიორებსა და მეგობრებს. გარდა ამისა, მოგიწევთ ახალ პროექტებში ჩართვა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლა-განათლებასთან ან ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან (მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან). ასევე მოიმატებს პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსების გაჩენის და ჰარმონიის მიღწევის ალბათობა. წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური სფერო და სწორედ ამ კუთხით მოგიწევთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. გაგიჩნდებათ ამბიციური მიზნების მიღწევის მძაფრი სურვილი. დაიწყებთ ახალი შემოსავლების წყაროების მოძიებას. ზაფხულის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებების შანსი გაჩნდეს სამსახურის ან კარიერული წინსვლის კუთხით. ზაფხულის პირველ ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის და უცხოელებთან ურთიერთობების ალბათობა. ივლისის მეორე ნახევარში და ასევე აგვისტოს ბოლოს ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. საერთოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში და შემოდგომაზე მოსალოდნელია დაიკისროთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მოიძიოთ დამატებითი სამსახური ან საერთოდ, მოძებნოთ ახალი სამუშაო ადგილი. სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი სასიკეთოა ახალი საქმეების, ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და გარიგებებისთვის. წლის ბოლოს ბედნიერად იგრძნობთ თავს, რაც დაკავშირებული იქნება ოჯახურ ცხოვრებასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

კურო

თქვენთვის ახალი, 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი გახდება, თუმცა ეს უფრო წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგიტანთ ბევრი რამ შეაჯამოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ეს კარგი დროა საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, რთულ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის, სულიერი ძიებისთვის და თვითგანვითარებისთვის. პირველი კვარტალში არ არის გამორიცხული გარკვეული საკითხების შემდგომ განვითარებაზე საერთოდ უარი თქვათ და ახალი საქმე დაიწყოთ. ეს არ იქნება ძირეული გადაფასება, თუმცა თქვენი ხედვა და შეფასების კრიტერიუმები ნამდვილად შეიცვლება. ამ პერიოდში ნუ იქნებით უსამართლო და შეეცადეთ, დაპირისპირებებს და კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდოთ. იანვრის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით შეიქმნება ახალი შანსები, რომელიც მოსალოდნელია უცხოეთთან, სწავლასთან ან საქმიან კავშირებთან იყოს დაკავშირებული. მარტის მეორე ნახევარი და აპრილი მაქსიმალურად ყურადღებით გაიარეთ. ნუ იჩქარებთ და ნუ წახვალთ რისკზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებთან, ბიზნესთან და საბუთებთან დაკავშირებით. მაისის მეორე დეკადიდან თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ახალი, თორმეტწლიანი ციკლი და შეეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად სწორად დაგეგმოთ. ნუ შეგეშინდებათ ბევრი რამის გადალაგების, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან პროექტებს ეხება. ივლისში და აგვისტოს პირველი ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. შემოდგომის პირველი ნახევარში გააქტიურდებით და ახალ ინიციატივებს გამოავლენთ. სასიკეთო იქნება სამსახურებრივი ან კარიერული ცვლილებები (განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა უკავშირდება სპორტს, სამხედრო საქმეს და იურისპრუდენციას). გაძლიერდება თქვენი შარმი და მომხიბვლელობა, რად დადებითად იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე. ამ დროს მაღალია ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ან არსებულის დასტაბილურების ალბათობა. დეკემბრის პირველ და მეორე დეკადაში ნუ გარისკავთ. წლის ბოლოს ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება სასიკეთოდ შეიცვლება.

ტყუპები

დამდეგი ახალი წელი თქვენთვის იოლი არ იქნება. შესაძლებელია თავი არც თუ მყარად და თავდაჯერებულად იგრძნოთ. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა წლის პირველ კვარტალში მოგიწევთ. ამ პერიოდში არ არის საჭირო საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული პასუხისმგებლობის დაკისრება. ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო პროექტებს, რომელთა წარმატებით განვითარებაში დარწმუნებული არ იქნებით. მითუმეტეს, რომ მოგიწევთ იმ პრობლემების მოგვარება და იმ გამოწვევების გამკლავება, რომლებიც გასულ წელს ვერ მოახერხეთ. მარტის ბოლოსთვის იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის გაძლიერებას, მოიმატებს თქვენი მიზანსწრაფვაც, რაც ხელს შეგიწყობთ ქაოსური სიტუაციების და პრობლემური ურთიერთობების დალაგებაში. აპრილში თქვენი წარმატება უფრო მეტად უახლოეს გარემოცვაზე, კოლეგებზე, მეგობრებსა და თანამოაზრეებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას და მოქმედებებისას უპირატესობა გუნდურ საქმიანობას მიანიჭეთ. აპრილის ბოლოს და მაისში ნუ გადაიტვირთებით და შეეცადეთ დაძაბული სამუშაო რეჟიმი თქვენთვის მოქნილი და ნაკლებად სტრესული გახადოთ. წლის მეორე ნახევრისთვის ნელ-ნელა პრიორიტეტული საკითხების წინ წამოწევასა და სიტუაციებზე კონტროლის დამყარებას მოახერხებთ. ზაფხულის პირველ ნახევარში მოგიწევთ ბევრი წვრილმანი საკითხის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ეს საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული პერიოდი იქნება. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი კარგი დრო იქნება პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის, პრობლემური ურთიერთობის გარკვევისთვის და არასასურველი კავშირების გაწყვეტისთვის. გარდა ამისა, მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობაც. ამავე პერიოდში შესაძლებელი გახდება პიროვნული ზრდა, რაიმე საინტერესოს შესწავლა, ვარჯიშის თუ დიეტის დაწყება და ჯანმრთელობის გამყარებაზე ზრუნვა. სექტემბერი და საერთოდ, მეოთხე კვარტალი დაძაბული იქნება, ამიტომ გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. მოგიწევთ ისწავლოთ „ცივი გონებით“ მოქმედება და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. წლის ბოლო საინტერესო აღმოჩნდება შემოქმედებითი (განსაკუთრებით ხელოვნებასთან დაკავშირებული) პროექტების განვითარებისთვის.

კირჩხიბი

2023 წელი თქვენთვის საკმაოდ დინამიკური და საინტერესო აღმოჩნდება და ამას იანვარ-თებერვალშივე იგრძნობთ. ამ პერიოდში თქვენს ყურადღებას მოითხოვს სამსახურებრივი საკითხები, პროფესიული საქმიანობა და კარიერა. გააქტიურდება ის პროექტებიც, რომლებშიც გასულ წელს ჩაერთეთ ან სულაც, თქვენ წამოიწყეთ. მარტის ბოლოდან დაიწყება საკმაოდ აქტიური პერიოდი, რომელიც მაისის მეორე დეკადის ჩათვლის გაგრძელდება. არ არის გამორიცხული სწორედ ამ დროს სერიოზული ცვლილებების განხორციელება მოგიწიოთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებისგან წამოსულ რჩევებს. უფრო მეტიც, ნუ მოგერიდებათ შესაბამისი დახმარება კონკრეტული კონსულტანტებისგანაც მიიღოთ. სხვა ადამიანები დაგეხმარებიან ობიექტურად შეაფასოთ თქვენი ყველა განცდილი მარცხი, შექმნილი პრობლემა თუ მიღწეული წარმატება. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება. გახდებით უფრო მეტად ინდივიდუალური და გაძლიერდება თქვენი თავდაჯერებულობა. ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და თანამოაზრეებისთვის საჭირო ადამიანი გახდებით. წარმატებებს მიაღწევთ კოლექტიურ ურთიერთობებში, თქვენი საქმიანობა სხვადასხვა კომპანიაში ან ორგანიზაციაში წარმატებული იქნება. ეს კარგი დროა მომავლის ფორმირებისთვის, საბუთებთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. წინდახედული იყავით ივნისის პირველ და მეორე დეკადაში, ასევე აგვისტოს პირველი დეკადაშიც. ამ პერიოდში მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას (განსაკუთრებით ემოციურ სისტემას). ამ პერიოდში მოსალოდნელია თავი იჩინონ თქვენმა ძველმა შეცდომებმა და მათი გამოსწორება მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დაპირისპირებისგან და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სიტუაციის დაბალანსება შესაძლებელი მხოლოდ ივლისის მეორე ნახევრიდან გახდება. ამ პერიოდიდან მოახერხებთ ბევრი თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხის თუ პრობლემური ურთიერთობის დარეგულირებას. ეს სასიკეთო პერიოდი ფაქტობრივად წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბრალოდ, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე რეკომენდებულია ნელა და ორგანიზებულად იმოქმედოთ, რათა ზედმეტი მონდომებისა და ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო შეცდომები არ დაუშვათ. წლის ბოლო შედარებით მშვიდი იქნება და თქვენთვის მისაღები რეალობის ფორმირებას შეძლებთ.

ლომი

დამდეგი 2023 წელი თქვენთვის აქტიურად დაიწყება. იანვარ-თებერვალში მოგიწევთ ძველი პროექტების ახალი ენერგიით და აღმაფრენით გაგრძელება. თუმცა არ არის რეკომენდებული ყველა საქმის ერთად კეთება და საკუთარი თავისთვის გადამეტებული პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსალოდნელია ამ პერიოდში შემოგთავაზონ დამატებითი სამუშაო ან ფინანსური შემოსავლის გამო ძველი სამსახურისთვის მეტი დროის დათმობა მოგიწიოთ. შეეცადეთ, გეგმები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ და ისე იმოქმედოთ. მარტის მესამე დეკადიდან აპრილის ბოლომდე სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი სასიყვარულო და საქმიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. გაძლიერდება თქვენი შარმი და მიმზიდველობა, რაც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში თქვენდამი ინტერესი მკვეთრად მოიმატებს. საერთოდ, მეორე კვარტლის ბოლოს და მესამე კვარტალში მაღალი იქნება პირადი ცხოვრების შეცვლის, სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ან სულაც დაოჯახების ალბათობა. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში გარკვეული იღბლიანობისა, აპრილის ბოლოსა და მაისში ნუ გადაიტვირთებით. ეს განსაკუთრებით სამუშაო რეჟიმსა და ჯანმრთელობას ეხება. წლის მეორე ნახევარში იღბლიანობა რამდენადმე დაიკლებს და მოგიწევთ ტემპის გარკვეულწილად შენელება. თუმცა ამის მიუხედავად, მაისის მესამე დეკადიდან ივლისის პირველი დეკადის ჩათვლით თქვენი მიზანსწრაფვა და მოტივაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ეს ბრძოლის და კონკურენციის პერიოდია. იარეთ წინ, თუმცა მოერიდეთ კონფლიქტებს და ექსტრემალურ სიტუაციებს. მეორე კვარტლის ბოლო და მესამე კვარტალი მოსალოდნელია დაუკავშირდეს უცხოეთში ვიზიტს, მოგზაურობას ან სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახის წევრებთან შეთანხმების შემდეგ მიიღეთ (განსაკუთრებით თუ საქმე ფინანსურ დაბანდებას ეხება). ამ პერიოდში შეეცადეთ სამსახურთან და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით წინდახედულად იმოქმედოთ და დაუგეგმავი ცვლილების განხორციელება არ იჩქაროთ. წლის ბოლოს შეეცადეთ ახალი, მასშტაბური პროექტის წამოწყების ნაცვლად, უკვე წამოწყებულის წარმატებით დასრულებაზე ან განვითარებაზე იზრუნოთ.

წაიკითხეთ სრულად