იანვრის შუა რიცხვები შეუმჩნევლად გაიპარა - დროა, თავი დააღწიოთ არდადეგებს და სამუშაო რიტმს დაუბრუნდეთ. 2023 წელი წარმატებისთვის კარგი წელია, ამიტომ თქვენი ოცნებებისკენ სვლა დაიწყეთ.
ვერძი
გაგიადვილდებათ საერთო ენის გამონახვა სხვებთან, განსაკუთრებით, იმ ადამიანთან, რომელთანაც შესაძლოა უთანხმოება გქონოდათ. უახლოესი დღეები შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს, რაზეც თქვენს ნიშანთან მიმართებით მარსის პოზიცია მიუთითებს. ვენერა საქმეების წინ წაწევაში დაგეხმარებათ და თუ თანამშრომლობაში ან გუნდურ მუშაობაში პრობლემა გქონდათ, ესეც მალე მოგვარდება.
კურო
მზად ხართ წარმატებისთვის? ვენერას და მარსის პოზიტიურმა შეერთებამ შეიძლება წარმატებამდე მიგიყვანოთ - თუ ეს სამუშაოსთან ან პროფესიულ საკითხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ მაინც შეიძლება გარკვეული დრო დაგჭირდეთ იმ საქმის მოსაგვარებლად, რომელსაც თქვენთან საერთო არაფერი აქვს. ზედმეტი ფიქრისგან თავი შეიკავეთ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი. იყავით ძლიერი და გახსოვდეთ, რომ ოცნებები ხდება.
ტყუპები
ვინმეს მიმართ გრძნობები გაქვთ? და მაინც, შეიძლება გერჩივნოთ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს, განსაკუთრებით, თუ უარის გეშინიათ. ამ საკითხში ინტუიციას მიენდეთ. ეცადეთ, მოერიდოთ ტყუილს, რათა იღბალი არ დაკარგოთ. წარსულ შეცდომებს თქვენი შეჩერების უფლება არ მისცეთ.
კირჩხიბი
მიიღეთ თუ არა სწორი გადაწყვეტილება იმ სიტუაციაში, რომლის მოგვარებასაც ცდილობდით? ვენერასა და მარსის პოზიტიური შეერთება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ სწორ გზაზე ხართ, მაშინაც კი, თუ ასე არ ფიქრობთ. დაახლოებით ერთ კვირაში ნახავთ ამის მტკიცებულებას. ახლა თქვენ უბრალოდ უნდა ენდოთ თქვენს ინტუიციას და იცოდეთ, რომ ეტაპობრივად მიაღწევთ ზუსტად იმას, რასაც ელით.
ლომი
თუ იმ ჯგუფში ან კოლექტივში, რომლის წევრიც ხართ, პრობლემებს წააწყდებით, არ შეგეშინდეთ. ადამიანებთან დაკავშირებისა და ახალი მეგობრების გაჩენის სხვა სასარგებლო გზებიც არსებობს.
ქალწული
როგორც ჩანს, მზად ხართ მიაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც გსურთ. მთავარია, ზედმეტი დაძაბულობა თავიდან მოიშოროთ. თანამშრომლობის სულისკვეთება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. რაც შეეხება თქვენს მიზნებსა და ამბიციებს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ მუშაობს. ეს ყველაფერი დროის საკითხია, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.
სასწორი
დიდი ხანია ვინმეს ეფლირტავებით? თუ ნაბიჯის გადადგმას ყოყმანობდით, მაშინ, სავარაუდოდ, ამის მიზეზი რეტროფაზაში მყოფი მარსი იყო, რაც ეჭვებს იწვევდა. მალე უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს, მიენდობით თქვენს ინტუიციას და შეძლებთ უფრო გადამწყვეტად იმოქმედოთ. სინამდვილეში, ნებისმიერი ურთიერთობა ან შემოქმედებითი საკითხი, რომელიც თქვენს ყურადღებას საჭიროებს, შეიძლება მალე მოგვარდეს.
მორიელი
შექმნილ სიტუაციაში თავს უძლურად გრძნობთ? შეიძლება არაფრის კეთების სურვილიც გაქვთ. ვენერა-მარსის პოზიცია ხაზს უსვამს ისეთ ადამიანთან საუბრის აუცილებლობას, რომელიც რჩევას მოგცემთ. მარსის პოზიცია კი თქვენს ნიშანთან მიმართებით ვარაუდობს, რომ როგორც კი მოქმედებას დაიწყებთ, პროგრესსაც მალე მიაღწევთ.
მშვილდოსანი
თანამშრომლობა და კომუნიკაცია უმჯობესდება. ამიტომ ეს დრო შესანიშნავია გუნდური მუშაობისთვის, პირისპირ შეხვედრებისთვის, ასევე, რომანტიკული პაემნებისთვის. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მარსის შენელების გამო გაურკვევლობა შეგხვდებათ. ცოტა მოთმინება სასწაულებს მოახდენს.
თხის რქა
თუ ბოლო დროს საქმის კეთებას აჭიანურებდით, მაშინ, სავარაუდოდ, ეს მარსის რეტროფაზის გამოა. როდესაც წითელი პლანეტა წინსვლას იწყებს და ვენერა მარსთან კავშირშია, თქვენი ლტოლვა რაღაცის მიმართ ნებისმიერ ეჭვს ან თვითკმაყოფილებას გადაწონის.
მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა სასიამოვნოდ ვითარდება, აჩქარებას არ გირჩევთ. როდესაც მარსი რეტროგრადულ მიმართულებას იცვლის, თქვენი გრძნობები შეიძლება მერყეობდეს. ამიტომ ახლა თავგადასავლებისთვის საუკეთესო დრო არ არის. თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მიხვდებით, რას გრძნობთ სინამდვილეში. მთავარია, არ იჩქაროთ.
თევზები
შეიძლება რაღაცით გახარებული იყოთ, მაგრამ არ ხართ მზად ყველას უთხრათ ამის შესახებ. ჯერჯერობით ეს არის საიდუმლო, რომელიც გირჩევნიათ საკუთარი თავისთვის შეინახოთ, ალბათ იმიტომ, რომ თავად არ ხართ დარწმუნებული. რამდენადაც მარსის პოზიცია შეიცვლება, უახლოეს კვირებში ყველაფერში გაერკვევით და ზუსტად გეცოდინებათ, როდის იქნება საუბრის დრო. გარდა ამისა, თქვენი სოციალური ცხოვრება აყვავებას აგრძელებს და საბედისწერო შეხვედრა გელით.