რეტროგრადული მერკური - 2023 წლის 4 ყველაზე საშიში პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

რეტროგრადული მერკური - 2023 წლის 4 ყველაზე საშიში პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-01-20 14:43:32+04:00


ყველა პლანეტას ორის სახის მოძრაობა აქვს - ნორმალური და რეტროგრადული. რეტროგრადული მოძრაობა ეწოდება ფენომენს, როდესაც ციური სხეული თითქოს უკან დაბრუნებას იწყებს. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, პლანეტა უკან არ ბრუნდება, მაგრამ ტრაექტორიის ცვლილების გამო ასეთი ოპტიკური ილუზია იქმნება.

ითვლება, რომ რეტროგრადული პერიოდის განმავლობაში, პლანეტები უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ყოველდღიურობაზე. განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ რეტროგრადული მერკურის სახიფათო გავლენაზე – ბოლოს და ბოლოს, ეს პლანეტა გონებრივ შესაძლებლობებსა და მატერიალურ წარმატებაზეა პასუხისმგებელი.

ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ რეტროგრადული მერკურის დროს, ჩვენ უფრო დაუცველები ვხდებით და თითქოს უბედურებას ვიზიდავთ.

ამ დროს თავი უნდა შეიკავოთ რთული გადაწყვეტილებების მიღებისგან, შესყიდვების განხორციელებისგან ან ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყებისგან.

მერკურის 2023 წელს ოთხი რეტროგრადული პერიოდი ექნება და თუ უიღბლობის თავიდან აცილება გსურთ, დაიმახსოვრე მათი ზუსტი თარიღები:

  • 1-დან 18 იანვრამდე

  • 21 აპრილიდან 15 მაისამდე

  • 23 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით

  • 13-დან 31 დეკემბრის ჩათვლით

როგორც ხედავთ, მერკურის უარყოფითი გავლენა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გააჩეროთ თქვენი ცხოვრება და დაელოდოთ უსაფრთხო პერიოდებს! არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც სწორედ მერკურის რეტროგრადულ პერიოდში იქნება მომგებიანი. მაგალითად:

  • დაიცავით დიეტა და დაიწყეთ ვარჯიში

  • შეხვდით მეგობრებს და ნაცნობებს, რომლებთანაც დიდი ხანი ვერ ახერხებდით ურთიერთობას

  • მოაწესრიგეთ ყველაფერი სახლში, მოიშორეთ არასაჭირო ნივთები

  • დაასრულეთ დაწყებული წიგნების კითხვა და სასწავლო კურსების გავლა

  • გაუმკლავდეთ ბიუროკრატიულ საკითხებს - წარუდგინეთ განცხადებები და საჩივრები შესაბამის ორგანოებს