მთვარე მზარდია - რა უნდა გააკეთოთ 24-29 იანვრის კვირაში - Marao

მთვარე მზარდია - რა უნდა გააკეთოთ 24-29 იანვრის კვირაში

2023-01-24 15:54:15+04:00


მთვარე მზარდია. საუკეთესო კვირაა ახალი საქმეების დასაწყებად. საყიდლებისთვის. გააფორმეთ ახალი ხელშეკრულება, ჩაიტარეთ სილამაზის პროცედურები, მიიღეთ ვიტამინები.

24 იანვარი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია. კარგია ცურვა და წყლის პროცედურები. ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

25 იანვარი, 22:5-ზე მთვარე ვერძში გადავა. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

კარგია თავის მასაჟის გაკეთება. არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმურ მკურნალობას.

28 იანვარი, მთვარე 03:43-ზე კუროს ესტუმრება. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. კარგია მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

<div> 
<div>
</div>
</div>