24-29 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

24-29 იანვრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ამ კვირაში სხვებთან მჭიდრო თანამშრომლობა მოგიწევთ. სამსახურში ჩაგაბარებენ პროექტის ხელმძღვანელობას და ბრწყინვალედ გაართმევთ თავს ლიდერის როლს. ამავდროულად, თქვენი ოჯახი დაკავებული იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვით. და ეს საკითხი მოგვარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ. სანამ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, მოგიწევთ მთლიანად დაივიწყოთ დასვენება, სპორტი და თქვენი საყვარელი ჰობი.

კურო
ამ კვირაში უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. სამსახურში გადაუდებელი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ და შეიძლება დასვენების გარეშე მოგიწიოთ მუშაობამ. დაკვირვება გმართებთ საოჯახო საქმეების
მოგვარებისას. შესაძლოა, რომელიმე თქვენი ნათესავი სერიოზულად დაავადდეს ან თქვენი შვილების სკოლაში მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაეცეს. ასეა თუ ისე, მოგიწევთ ძალების გაყოფა სამსახურსა და ოჯახს შორის, რის გამოც ამ კვირის ბოლომდე იგრძნობთ ემოციურ და ფიზიკურ სიცარიელეს.

ტყუპი
ეს კვირა პიროვნულ თვითგანვითარებას დაუთმეთ. თქვენ გადაწყვიტეთ დაესწროთ ფსიქოლოგიურ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მისაღწევად და საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაიგოთ თქვენი შინაგანი სამყარო. სამსახურსა და პირად საქმეებში მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ადამიანი, რომლის გულის დაპყრობასაც ცდილობდით, კვლავ ცივი და გულგრილი იქნება თქვენ მიმართ. თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან ტრენინგი გასწავლით თამამად წინსვლას, მიუხედავად ყველა უბედურებისა.

კირჩხიბი
ამ კვირაში ექსტრემალური ქცევისკენ იქნებით მიდრეკილი. უფრო მეტიც, სპორტის ექსტრემალურ სახეობაში მოგიწევთ საკუთარი ძალების მოსინჯვა. სამსახურში გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ხელმძღვანელობასთან და სახლში - საყვარელი ადამიანის მიმართ. გამონახეთ დრო ეზოთერიკულ მეცნიერებებში გასარკვევად.

ლომი
მოიმატებს საქმიანი აქტიურობა. სამსახურში ძირითადი სავალდებულო დავალებების შესრულების გარდა, დაიწყებთ პერსონალური ბიზნესპროექტის შემუშავებას. ნაადრევია იმის თქმა, რომ ეს ბიზნესი თქვენთვის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდება, მაგრამ ამ კვირაში გარკვეულ მოგებას მიიღებთ. ამასობაში თქვენს პირად ურთიერთობებში უსიამოვნო არაფერი მოხდება და ეს სტაბილურობა ძალიან გაგახარებთ. გაატარეთ უქმეები ერთად და საინტერესოდ.

ქალწული
ამ კვირაში ყურადღებას გაამახვილებთ ფინანსური პრობლემების გაუმჯობესებაზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფოდ გადაიხადოთ გრძელვადიანი სესხი ან მოიძიოთ დამატებითი სახსრები. სამსახურსა და პირად საქმეებში პრობლემები არ შეგექმნებათ. მართალია, დაოჯახებულებს შაბათ-კვირას გარკვეული მღელვარება გელით. შეიძლება თქვენი მეუღლის უფროსი ნათესავები მოულოდნელად გესტუმრონ. გამოავლინეთ მათ მიმართ სათანადო ყურადღება.

სასწორი
ამ კვირაში ალტრუისტული ქცევით გააოცებთ გარშემო მყოფებს. სამსახურში დაეხმარებით ყველას, თუნდაც იმ კოლეგებს, რომლებსაც ყოველთვის მთავარ კონკურენტებად თვლიდით. თავისუფალ დროს მოხუც ნათესავის სახლში შეაკეთებთ რემონტს ან საოჯახო საქმეებში დაეხმარებით ავადმყოფ მეგობარს. შაბათ-კვირას უფრო ახლოს, საკუთარ თავზე დაფიქრდებით და აქტიურ სპორტში დაბრუნებას გადაწყვეტთ. ვარჯიში დაგეხმარებათ არა მხოლოდ იმუნიტეტის გაძლიერებაში, არამედ ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსს მოგცემთ.

მორიელი
უამრავი ინტერესი გამოგიჩნდებათ და ყველაფრის მიმართ გამოავლენთ ინტერესს. სამსახურში გადაწყვეტთ, დაუღალავად იმუშაოთ ისე, რომ პერსპექტიული დაწინაურება მოგივიდეს თქვენთან და არა სხვასთან. შუა კვირაში ახალ აქტივობაში მოგინდებათ თქვენი ძალების მოსინჯვა. ზოგიერთი გადაწყვიტეთ ახალი სიმპათიის ობიექტის გულის დაპყრობა. დაოჯახებულებმა არ მოაკლოთ ყურადღება ოჯახს, კარიერულმა წარმატებამ არ დაგაშოროთ საყვარელ ადამიანებს.

მშვილდოსანი
გახშირდება კომუნიკაცია, შეხვედრები და მოგზაურობა. მოინახულებთ საინტერესო ადგილებს, მიიღებთ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებას, შეიძენთ არაერთ სასარგებლო კონტაქტს და ასევე შეხვდებით ადამიანს, რომელიც დაგავიწყებთ სიმშვიდეს, მარტოობას. თუ სამაგალითო მეოჯახე ხართ, ფრთხილად იყავით, ღალატის რისკი საგრძნობლად გაზრდილია. თუ მარტოხელა ხართ, იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის.

თხის რქა
მოიმატებს პოპულარულობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, მაგრამ ვერც პროფესიულ ვალდებულებებს დაივიწყებთ. მოგინდებათ გარშემო მყოფებს დაანახვოთ, რომ საინტერესო თანამოსაუბრე და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ხართ. გირჩევთ, უქმეები ქალაქგარეთ გაატაროთ და პასიურად დაისვენოთ, რომ ორშაბათისთვის ძალა და ენერგია დააგროვოთ.

მერწყული
ზოგიერთი აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თავს უფლებას აძლევს მოგატყუოთ, გიღალატოთ და გააკეთოს ის, რაც ხელს უშლის თქვენს ბედნიერებას. თუ ამ სასიყვარულო კავშირის გაწყვეტა არ გსურთ, იზრუნეთ მის გადარჩენაზე. სამსახურში მოგინდებათ თქვენი შესაძლებლობების მეტად გამოვლენა, ახალი პროექტების დაწყება. ზოგიერთი გადაწყვეტთ, რადიკალურად შეიცვალოთ იმიჯი.

თევზები
აქტიური და ენერგიული ხართ, რომ კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ. მაგრამ გაფრთხილდით, რომ სამუშაომ არ გშთანთქათ. საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ მეტი დრო. მოიწყვეთ რომანტიკული მოგზაურობას იმ ადგილებში, სადაც თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93