30 იანვარი-5 თებერვლის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

30 იანვარი-5 თებერვლის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-01-30 14:13:38+04:00


30 იანვარი, მთვარე 12:38-ზე გადავა ტყუპში - კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

კარგია სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი. ცუდია მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

2 თებერვალი, მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

კარგია აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.

ცუდია კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან.

4 თებერვალი, მთვარე ლომს ესტუმრება. 12:48-ზე მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ), თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.; თუ გსურთ, რომ ვარცხნილობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ.