6-12 მარტის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

6-12 მარტის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-03-07 12:18:30+04:00


6 მარტი, მთვარე ქალწულშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.

ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.

8 მარტი, მთვარე 18:42-ზე სასწორს ესტუმრება. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.

მინუსი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

12 მარტი, მთვარე მორიელშია. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.

მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.