რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ამ კვირაში - ასტროლოგიური პროგნოზი - Marao

რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ამ კვირაში - ასტროლოგიური პროგნოზი

2023-03-07 12:21:27+04:00


ვერძი

მოკლე დროში მოგიწევთ უამრავი რთული დავალების შესრულება. ინერვიულებთ, რომ საქმეების ასეთ რაოდენობას ვერ გაუმკლავდებით, მაგრამ, საბედნიეროდ, გექნებათ საკმარისი ძალა და მოთმინება, რომ ისინი დიდი წარმატებით დაასრულოთ. უფროსობა თქვენ მხარესაა, რადგან თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. მაგრამ თქვენი საყვარელი ადამიანი არ გაპატიებთ მუდმივ მოუცლელობასა და აპათიას.

კურო

პარტნიორთან ერთად ნელ-ნელა განიხილეთ თითოეული საკამათო საკითხი და ეს დიალოგი გადაარჩენს თქვენს ოჯახურ კავშირს განქორწინების საფრთხისგან. ფინანსურ და პროფესიულ საკითხებში თქვენ ასევე შეძლებთ მშვიდობიანად მოაგვაროთ მთელი რიგი კრიზისული სიტუაციები. თქვენ სწრაფად იპოვით მიდგომას იმ ადამიანთან, რომელიც ხელყოფს თქვენს ოფიციალურ უფლებამოსილებას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ძველ მეგობართან.

ტყუპი

რაც შეიძლება ხშირად უნდა გახვიდეთ სახლიდან. შორს იმ გარემოსგან, რომელიც შეგაწუხებთ, დაუთმეთ დრო დასვენებას, ფლირტს, რომანტიკულ ნაცნობობას. საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ დაესწროთ გასართობ ღონისძიებებს და თან სისტემატურად იმუშაოთ. მოგინდებათ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა; საკუთარი თავისთვისაც და ოჯახისთვისაც.

კირჩხიბი

საგანგებო რეჟიმში მოგიწევთ მუშაობა. თქვენი დავალებების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც მოჰყვება პრემიები ან ხელფასის ზრდა. სანამ ბევრს მუშაობთ, არ გექნებათ საკმარისი ძალა ოჯახზე ზრუნვისთვის. დაასრულეთ საქმეები, რომ დროულად დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახურ ბუდეს. მოგინდებათ საყვარელი ადამიანების განებივრება. ერთად მოინახულეთ გასართობი ადგილები.

ლომი

როცა დიდ და შრომატევად პროექტს იღებთ, შეგიძლიათ უფრო სწრაფად დაასრულოთ იგი, თუ დახმარებას სთხოვთ თქვენს თანამშრომლებს. სახლში, სარემონტო სამუშაოების ან სხვა დამღლელი სამუშაოების შესრულებისას ოჯახის ახლო წევრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. როცა თქვენი საქმის დიდ ნაწილს დაასრულებთ, არ დაგავიწყდეთ, მოაწყოთ წვეულება და მიიპატიჟოთ თქვენი სანდო თანაშემწეები.

ქალწული

შეძლებთ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას გეგმების განხორციელებაში. თუ თქვენთვის მთავარი მიზანი კარიერული ზრდა ან თქვენი საწარმოს წარმატებაა, გექნებათ შანსი იამაყოთ თქვენი გამარჯვებებით. ადამიანი, რომელიც მოგწონთ, მიგახვედრებთ, რომ თქვენთან დაახლოების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, იყავით მეტად მზრუნველი მის მიმართ.

სასწორი

უნდა მოერიდოთ უთანხმოებებს საყვარელ ადამიანებთან. თუ არ მოგწონთ რაიმე ნიუანსი ახლობლების ან პარტნიორის ქცევაში, ნუ გაჩუმდებით ამაზე. დიპლომატიურობა ზიანს არ მიაყენებს კოლეგებთან ურთიერთობის პროცესს. სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი სიამოვნებით დაგთანხმდებათ შრომატევადი პროექტის განხორციელებაში, მაგრამ ჯერ უნდა იპოვოთ სწორი სიტყვები, რომ ეს ადამიანი გახდეს თქვენი მოკავშირე. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მორიელი

ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ სხვის ნაკლოვანებებზე. თუ ვერ ეთანხმებით ერთ-ერთ მათგანს, შეწყვიტეთ კომუნიკაცია. უკეთესია ფოკუსირება იმაზე, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენი კარიერა გაიუმჯობესოთ. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის. ფლირტი და რომანტიკა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი

დაიწყეთ დაწყებული პროექტის დასრულება. საქმეების გამო შეიძლება ცოტა ხნით გართობაზე მოგიწიოთ უარის თქმამ. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, უმჯობესია ფული დაზოგოთ. თუ მოინდომებთ, შესაძლებელია, თქვენი შემოსავალი სწრაფად გაიზარდოს, გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.

თხის რქა

მოგიწევთ რამდენიმე რთული საკითხის გადაჭრა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან ან ნათესავებთან. გამონახეთ დრო შვილებისთვის, დაუმეგობრდით მათ. სამსახურში ახალგაზრდა კოლეგებისთვის უნდა იყოთ დამრიგებელი. ერთი სიტყვით, ამ პერიოდში ბევრი საზრუნავი გექნებათ სახლშიც და სამსახურშიც.

მერწყული

მხოლოდ ის საქმეების შესრულებაზე დათანხმდით, რაც კარგად იცით. ნუ ეცდებით კოლეგებზე შთაბეჭდილების მოხდენას თქვენი უნიკალური ყოვლისმცოდნეობით! სჯობს საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ და იზრუნოთ განვითარებაზე, დასვენებაზე. კარგი იქნება, თუ დიეტას დაიცავთ. უარს იტყვით კალორიულ საკვებზე. ნუ დაივიწყებთ სპორტულ აქტივობას.

თევზები

საჩუქრებითა და სიურპრიზებით აღსავსე დღეები გელოდებათ. იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფებისადმი. არ გირჩევთ წუწუნს, ყველაფერი მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. საქმეები არ გამოგელევათ, მაგრამ დასვენებისა და გართობისთვისაც უნდა გამონახოთ დრო. გაიხსენეთ თქვენი საყვარელი ჰობი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.