სასიყვარულო ჰოროსკოპი: როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები გრძნობებს - Marao

სასიყვარულო ჰოროსკოპი: როგორ გამოხატავენ ზოდიაქოს ნიშნები გრძნობებს

2023-03-11 11:06:22+04:00


საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულის სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. მაშინ როცა ზოგს სიყვარულს დასამტკიცებლად სიტყვებიც ყოფნით, ზოგისთვის გრანდიოზული ჟესტები უფრო მისაღებია.

ვერძი

არ ხართ მიდრეკილი სიყვარულის აშკარა გამოხატვისკენ, პირიქით, ამას იშვიათად, მაგრამ გულწრფელად აკეთებთ.

კურო

ურყევი და ერთგული, კურო არასოდეს ფიქრობს, ვისთან ერთად უნდა იყოს. Მათ უყვართ პარტნიორის განებივრება და არა ყოველთვის მატერიალური გაგებით. ეს შეიძლება ნიშნავდეს ვინმესთვის მთელი დროისა და ყურადღების დათმობას.

ტყუპები

ტყუპებს შეიძლება გაუჭირდეს მათთვის სასურველი პარტნიორის პოვნა, მაგრამ როგორც კი იპოვიან, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ექნებათ. ამ ნიშანს სძულს ერთფეროვნება, ამიტომ მისგან სამსახურში საჩუქრების გამოგზავნას და სპონტანურ საჩუქრებს ელოდეთ.

კირჩხიბი

სიყვარული კირჩხიბისთვის ნიშნავს პარტნიორის უფრო ფუნდამენტურ დონეზე გაცნობას და ღრმა და შინაარსიან საუბრებს.

ლომი

როგორც ბუნებრივად დაბადებული ლიდერები, გრანდიოზული ჟესტები ლომის მეორე ბუნებაა. როცა შეყვარებულები არიან, ამის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე უყვართ. მოსწონთ, როცა ყველაზე საჭიროდ გრძნობენ თავს, როცა შეუძლიათ ვინმეს დახმარება, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ მათზე დაყრდნობა და მიეცით საშუალება, თავი გამოიჩინონ.

ქალწული

მცირე ყურადღებაც კი მათთვის სასურველი სიყვარულის ენაა, უყვარს ყურადღების გამოჩენა და პარტნიორისგანაც ზუსტად იმავეს ელის, მაგრამ თუ მათი კეთილგანწყობა დაკარგეთ, ურთიერთობის აღდგენა ძალიან გაგიჭირდებათ.

სასწორი

კეთილი, მშვიდი და გაწონასწორებული, ისინი ავლენენ თავიანთ პოტენციალს, როდესაც ერთგულ ურთიერთობაში არიან, ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ აღმოაჩენთ, რომ მათ სიყვარულის დასამტკიცებლად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

მორიელი

მორიელები გრძნობების სიტყვიერად გამოხატვაში საუკეთესოები ა არიან. სანაცვლოდ, გრძნობების დემონსტრირებისთვის ფიზიკური სიახლოვისა და სიყვარულის სხვა საშუალებებს იყენებენ.

მშვილდოსანი

სპონტანურობა მათი სიყვარულის ენაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან საუკეთესოები თავიანთი გრძნობების გაზიარებაში, აღმოაჩენთ რომ მასთან ურთიერთობა უამრავ საინტერესო თავგადასავალს გპირდებათ.

თხის რქა

ცარიელ ჟესტებსა და მაამებელ სიტყვებს თხის რქისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს; სამაგიეროდ, მასთან ურთიერთობა მატერიალურ უზრუნველყოფას გპირდებათ.

მერწყული

თუ მათ მისცემთ დროსა და ადგილს, ნახავთ, რომ ისინი ყოველდღიურად დგამენ პატარა ნაბიჯებს თქვენკენ. ცოტა ხანში, ისინი იზრუნებენ თქვენს ყველა საჭიროებაზე და ამისთვის გრძნობების სიტყვიერად გამოხატვა სულაც არ დასჭირდებათ.

თევზები

როგორც უიმედო რომანტიკოსი, არ არის გასაკვირი, რომ თევზები ურთიერთობაში სხვებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, ალბათ, წარსულში გული გაუტეხეს.