ნამდვილი მეგობრების ჰოროსკოპი: როგორი მეგობარი ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ნამდვილი მეგობრების ჰოროსკოპი: როგორი მეგობარი ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
თხის რქა

თხის რქებს არ უყვართ სიურპრიზები, ამიტომ ფრთხილად ირჩევენ მეგობრებს მათ შორის, ვინც მათ იდეალებს იზიარებენ: მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულებაა.

მერწყული

მასთან ერთად ყოფნა თუნდაც ზღვაზე, თუნდაც ბარში, თუნდაც სავაჭრო ცენტრში თავგადასავალია. ღია და გულუხვ მერწყულებთან მეგობრობა ნამდვილი სიამოვნებაა, მართალია, რომ მისი კომუნიკაბელურობის გამო კიდევ ბევრ საუკეთესო მეგობარს მოგიწევთ კონკურენცია.

თევზები

მგრძნობიარე თევზებს შეგიძლიათ ნებისმიერი საიდუმლო გაუზიაროთ. თევზები უპირატესობას პირდაპირ კომუნიკაციას ანიჭებენ. ამიტომ, რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებასთან ონლაინ კომუნიკაციით ნუ ეცდებით.

ვერძი

ისინი ერთგული
მეგობრები არიან. მათ შეუძლიათ ყველაფრის მიღება, გაგება და პატიება. იმავეს ითხოვენ მეგობრისგან.

კურო

ორგანიზებული მეგობრები. ისინი მოგცემენ ღირებულ რჩევებსა და გეგმას და სანამ შედეგს არ მიაღწევთ, არ მიგატოვებენ. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ მათი ქება.

ტყუპები

მათთან ურთიერთობა სახალისო და მარტივია. ისინი შესანიშნავი მთხრობელები არიან და კარგი მოსმენა იციან. ბევრი მეგობარი ჰყავთ, ამიტომ, თუ ტყუპებმა მეგობრად გაღიარეს, ნამდვილად რჩეული ხართ.

კირჩხიბი

კირჩხიბთან მეგობრობა წლები გრძელდება. მათი სახლი ყოველთვის ღიაა შენთვის, ისევე, როგორც გული და საფულე.

ლომი

ლომები მეგობრებს ყურადღებით და საჩუქრებით ანებივრებენ. პრობლემებს მათ არ აბრალებენ და სხვის პირად სივრცეს არასდროს არღვევენ.

ქალწული

ფსიქოთერაპევტი და მაშველი. შეგიძლიათ ღამით დაურეკოთ და პრობლემებზე გაუთავებლად ელაპარაკოთ - ის დედასავით მზრუნველია. მეგობრის ყველა საიდუმლო იცის, თუმცა მათ სხვას არასდროს გაუმხელს.

სასწორი

მათ იციან, როგორ დამეგობრდნენ ისე, თითქოს შენზე ძვირფასი არავინ ჰყავთ ცხოვრებაში. მეგობრისგან ყოველთვის მხარდაჭერას ელოდება და გასაჭირში თვითონაც საუკეთესო მეგობრობა გამოსდის.

მორიელი

თუ მორიელთან მეგობრობა გინდათ, მოემზადეთ სიმართლის სათქმელად და მხოლოდ სიმართლისთვის, ისინი არ მოითმენენ ღალატს და ტყუილს. გაითვალისწინეთ: მორიელმა თქვენი საიდუმლოებები შეიძლება თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენოს.

მშვილდოსანი

მეგობრობა გულწრფელად და უკომპრომისოდ. თუ მეგობარი მშვილდოსანი აკრიტიკებს თქვენს ახალ ფეხსაცმელს ან ბოიფრენდს, ნუ განაწყენდებით. ამას მხოლოდ იმიტომ გეუბნებათ, რომ ძალიან უყვარხართ. მშვილდოსანთან მეგობრობა თავგადასავლებითაა სავსე.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93