პატარა ვერძები თავიანთ მშობლებს სხარტი აზროვნებითა და ცხოვრების მიმართ ზრდასრული ადამიანის დამოკიდებულებით გაახარებენ.
თუ თქვენი ბავშვი სკოლის მოსწავლეა, შეძლებს კოლექტივში ლიდერის პოზიციის დამკვიდრებას და არ არის გამორიცხული, თანატოლების მანიპულირებაც კი სცადოს. მოზარდი ვერძები კი დამოუკიდებელ ცხოვრებას მოინდომებენ და სასურველია, მათ მიმართ კონტროლი გააძლიეროთ, უყურადღებოდ რომ არ დარჩნენ.
კურო
პატარა კუროების მშობლები 2013 წელს კმაყოფილნი დარჩებიან, რადგან მათი შვილები არ შექმნიან ზედმეტ პრობლემებს - არც ქცევითა და არც ჯანმრთელობის მხრივ. თუმცა სასკოლო ასაკის კუროები სულიერ მხარდაჭერას საჭიროებენ. მათ, შესაძლოა, გაუჩნდეთ განცდა, რომ მიტოვებულები არიან, ამიტომ მეტი სითბო და ყურადღება გამოიჩინეთ. მოზარდი კუროები გამოავლენენ შემოქმედებით შესაძლებლობებს და სწავლის მიმართ გულმოდგინებას გამოიჩენენ.
ტყუპი
2013 წელს პატარა ტყუპები ხშირად გამოავლენენ რთულ ხასიათს და შეეცდებიან ახლობლების მანიპულირებას. სკოლის მოსწავლე ტყუპები არ მოერიდებიან კლასელებთან და მასწავლებლებთან კამათს და ნებისმიერ ვითარებაში თავი მართალი ეგონებათ. ამიტომ მშობლებს მეტი ყურადღება მართებთ პატარა ტყუპის მიმართ - მეტი დრო უნდა დაუთმონ პატარასთან ურთიერთობას და მისი ნამდვილი მეგობრები უნდა გახდნენ.
კირჩხიბი
2013 წელს პატარა კირჩხიბებმა შესაძლოა ჩვეულებრივზე შედარებით ხშირად იავადმყოფონ. მზრუნველი მშობლები კი გარკვეულწილად გაანებივრებენ პატარებს, რაც მათ ხასიათზე შეიძლება ცუდად აისახოს. სკოლის მოსწავლე კირჩხიბებს ზუსტი მეცნიერების ათვისება შედარებით გაუჭირდებათ. მოზარდი კირჩხიბები კი უფრო მშვიდები იქნებიან და რჩევისთვის მშობლებს ხშირად მიმართავენ.
ლომი
2013 წელს პატარა ლომები მშობლების მეტ ყურადღებასა და სითბოს მოითხოვენ. თუ თქვენი პატარა სკოლის მოსწავლეა, მაშინ ყურადღება მის ჯანმრთელობაზე გაამახვილეთ და კარგად დაასვენეთ ზაფხულში. მოზრდილი ლომები ხშირად შექმნიან პრობლემებს დისციპლინის მხრივ, თუმცა მშობლებს კარგი სწავლით გაახარებენ.
ქალწული
პატარა ქალწულების მშობლებმა დაბადების პირველივე თვეებიდან უნდა იზრუნონ ბავშვის გაკაჟებაზე, რადგან 2013 წელს პატარა ქალწულების იმუნიტეტმა შესაძლოა მშობლებს თავის ტკივილი გაუჩინოს. თუ თქვენი პატარა სკოლის მოსწავლეა, არ მოგიწევთ მასთან ერთად გაკვეთილების მომზადება, რადგან ის საუკეთესო მოსწავლე იქნება.
სასწორი
პატარა სასწორები 2013 წელს მშობლებს უზომო სიხარულს განაცდევინებენ. ისინი კეთილები, მხიარულები და მოუსვენრები იქნებიან. სკოლის მოსწავლე სასწორები სპორტით დაინტერესდებიან, თუმცა ცოდნის მიღება გაუჭირდებათ. მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვებთან ერთად მეცადინეობაზე. ყმაწვილ სასწორებს კი გაკონტროლება დასჭირდებათ, მავნე ჩვევები რომ არ შეიძინონ.
მორიელი
2013 წელს პატარა მორიელები მშობლების მიმართ დიდ ლტოლვას გამოიჩენენ და შეეცდებიან, მათ დახმარებაც კი გაუწიონ. სასკოლო ასაკის მორიელი ზაფხულში ზღვაზე ან მთაში წაიყვანეთ და ჯანმრთელობა გაუკაჟეთ. მოზარდი მორიელები კოლექტიურ ცხოვრებას ძნელად შეეგუებიან - სხვისი გავლენის ქვეშ არასოდეს მოექცევიან და საკუთარი თვალსაზრისის დაცვას შეეცდებიან.
მშვილდოსანი
პატარა მშვილდოსნები ზოგჯერ საკუთარ თავში ჩაიკეტებიან და იშვიათად შეაწუხებენ მშობლებს. სკოლის მოსწავლე მშვილდოსნები კი უფრო ენერგიულები იქნებიან, რის გამოც მშობლებთან ურთიერთობა დაეძაბებათ. უმჯობესია, მშობლები ბავშვს გულწრფელად ესაუბრონ და პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ. მოზარდი მშვილდოსნები მეტ დამოუკიდებლობას გამოიჩენენ, რასაც მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ.
თხის რქა
პატარა თხის რქები მშობლებს გააკვირვებენ იმით, რომ ადრე დაიწყებენ განვითარებას და შესანიშნავად ჩამოაყალიბებენ თავიანთ თვალსაზრისს. სკოლის მოსწავლე თხის რქები თავშეკავებულები და შრომისმოყვარენი იქნებიან და პედაგოგების შექებასაც დაიმსახურებენ. შესაძლოა, ისინი სპორტის რომელიმე სახეობით დაინტერესდნენ, რასაც მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ.
მერწყული
2013 წელს პატარა მერწყულები თავიანთი მოუსვენრობითა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით მშობლებს დაქანცავენ. სკოლის მოსწავლე მერწყულები კარგი მოსწრებით მშობლებს ვერ გაახარებენ, რადგანაც მეგობრებთან გართობა და თამაში უფრო მიიზიდავთ. თინეიჯერი მერწყულები კი უფროსებს დაუმეგობრდებიან და სამყაროს შეცნობას შეუდგებიან.
თევზები
2013 წელს პატარა თევზები მშობლებს კეთილი ხასიათითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით გაახარებენ. მოსწავლე თევზები ჰუმანიტარულ საგნებს კარგად ისწავლიან; რაც შეეხება ზუსტ მეცნიერებებს, აქ ცოტა პრობლემებია მოსალოდნელი. მოზარდი თევზები მეტად რომანტიკულ და მეოცნებე ბუნებას გამოავლენენ და კარგი იქნება, თუ მათ მშობლები მხარში ამოუდგებიან.
ასტროლოგი რამაზ გიგაური
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)