2013-ს უნდა მივუმატოთ ის ასაკი, რამდენისაც ამ წელში გახდებით. მაგ: თუ 1981 წელს დაიბადეთ, ამ წელს 32 წლის უნდა გახდეთ. შესაბამისად: 2013+32=2045. ჯამი (ამ შემთხვევაში 11) 22-ს არ უნდა აღემატებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკრებით დაიყვანეთ 22-მდე.
მაგ: თუ 1957 წელს დაიბადეთ, წელს 56 წელი შეგისრულდებათ. 2013+56=2069. 2+0+6+9=17. ამგვარად, თქვენი ციფრი 17 ყოფილა. ახლა კი მოძებნეთ განმარტება.
1.
ავტორიტეტის ასამაღლებლად გამოიჩინეთ ინიციატივა. მოსალოდნელია: მივლინებები საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან კონტრაქტების გაფორმება. ზოგიერთი თქვენგანი მანქანის ან უძრავი ქონების მფლობელი გახდება. უინიციატივო "ერთიანს" პრობლემები შეექმნება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში.
2.
აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაზეც ოცნებობდით. შესაძლოა, თქვენთვის უჩვეულო საქმიანობამ გაგიტაცოთ. მთავარია, არასდროს დატოვოთ საქმეები დაუსრულებელი. ბოლომდე გაერკვიეთ პრობლემებშიც და ურთიერთობებშიც.
3.
შემოქმედებითი საქმიანობა (ხატვა, ლექსების წერა) გაგიტაცებთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
4.
წარმატების მიღწევის ყველა შანსი მოგეცემათ. მთავარია, დაისახოთ მიზანი და მის მისაღწევად კეთილსინდისიერად იმოქმედოთ. მოერიდეთ საეჭვო პირებთან ურთიერთობას და მით უმეტეს, მათთან საქმეების წამოწყებას.
5.
მაინცდამაინც ნუ ენდობით ადამიანებს. ნუ გადაუშლით გულს, ნუ ასესხებთ ფულს. შესაძლოა, ახლობლებმაც გაგიცრუონ იმედები, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, ფორტუნა თქვენს მხარესაა და გასაჭირში არ დაგტოვებთ.
6.
პირად ცხოვრებაში გაგიმართლებთ, სიყვარულში "თავით გადაეშვებით", მაგრამ თუ დაქორწინებული ხართ, არ გეპატიებათ მეუღლის ღალატი (არც მეგობრის - საქმეში) და ყველაფერი, რასაც აქამდე მიაღწიეთ, თავზე დაგემხობათ.
7.
ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს. იბრძოლეთ (კარიერისთვის, სიყვარულისთვის) და აუცილებლად გაიმარჯვებთ.
8.
იყავით სამართლიანი და დაიცავით "ოქროს შუალედი", - ნუ იქნებით ობიექტური, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ მტერს გაიჩენთ და საქმეს გაირთულებთ.
9.
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რჩევა გამოცდილ და კომპეტენტურ პირებს ჰკითხეთ. მეტი დრო და ენერგია დაახარჯეთ თქვენს სულიერ და გონებრივ განვითარებას.
10.
თუ მთელი დღეები მხართეძოზე იქნებით წამოწოლილი, კარზე მომდგარ ბედნიერებასაც დაკარგავთ. მეტად იმოქმედეთ და გამარჯვებაც არ დააყოვნებს.
11.
ნუ ეცდებით კამათში და საქმეების გარჩევებში ჩარევას, ეს ცუდად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე. თქვენ წლის რჩეული ხართ და ნუ დაკარგავთ დროს ფუჭად, იმოქმედეთ.
12.
სასიამოვნო ცვლილებების წელი დაგიდგათ: დაოჯახდებით, შვილი გეყოლებათ, სამსახურს ან იმიჯს შეიცვლით.
13.
წარმატების მწვერვალზე აღმოჩნდებით. მთავარია, შეინარჩუნოთ სტატუსი და გამარჯვებით გათამამებული, უფსკრულში არ გადავარდეთ.
14.
შეიყვარეთ ჯერ საკუთარი თავი და შემდეგ - გარშემო მყოფები. დააფასეთ საკუთარი თავი და სხვებიც დაგაფასებენ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, უმნიშვნელო სურდოს დროსაც კი მიმართეთ ექიმს.
15.
ნუ გახდებით რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული. შეინარჩუნეთ საღი აზროვნება და მხოლოდ საკუთარი ჭკუით იმოქმედეთ.
16.
ნუ შეუშინდებით ცხოვრებისეულ სირთულეებს. გახსოვდეთ წარწერა სოლომონ ბრძენის ბეჭედზე: "ესეც წარმავალია".
17.
ბედნიერება და წარმატება გელით, თუ არ მიისაკუთრებთ იმას, რაც თქვენ არ გეკუთვნით.
18.
გამონახეთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
19.
მოგზაურობისა და სწავლის წელი გელით. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და ნუ გექნებათ გამდიდრების იმედი. შემოსავალი მხოლოდ შრომით გაგეზრდებათ.
20.
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. იყავით ლაღი და ისე იცხოვრეთ, როგორც გაგეხარდებათ. უძილობა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
21.
გარშემო მყოფებისთვის გმირი გახდებით, რადგან ბევრი მოგმართავთ დახმარებისთვის, რჩევისთვის და ყველას უნდა მოუმართოთ ხელი. ამ წელს ალკოჰოლსა და სასმელს უნდა დაემშვიდობოთ.
22.
ნაკლებად ჩაერიეთ სხვის საქმეებში, ნუ განიკითხავთ სხვებს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი ცხოვრების კეთილმოწყობას.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)