რა სურთ ქალებს - ალბათ, ეს დილემა ნებისმიერ მამაკაცს აწუხებს; თუ არ აწუხებს, აინტერესებს მაინც, როგორაა ქალის ტვინი მოწყობილი.
ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხომ ქალი ყველაზე არასტაბილურ და არაპროგნოზირებად არსებად მიაჩნიათ. თუმცა ქალები, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლის მქონე ინდივიდებად იყოფიან.
ხასიათი და შეხედულებებიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ზოგიერთს გვიან უყვარდება და ხანგრძლივი ერთგულება შეუძლია, ნაწილს კი პარტნიორების ხშირი ცვლა მიაჩნია ბუნებრივ მოვლენად და თვლის, რომ ყოველ მორიგ ჯერზე ახლებურად და უკეთესად უყვარს.
ვერძს მხურვალედ, მაგრამ რამდენჯერმე უყვარს ცხოვრებაში. მისი გრძნობები უცებ აალებადი და ქრობადია. მამაკაცმა იგი მუდმივ ინტერესში უნდა ამყოფოს.
კუროს ძნელად უჩნდება სიმპათიები, მაგრამ თუკი ვინმე შეუყვარდა, ხანგრძლივად და ერთგულად უყვარს. იშვიათად იცვლის პარტნიორს ცხოვრებაში.
ტყუპს ხშირად და მარტივად უყვარდება. მისთვის საინტერესო კაცი უკვე ნიშნავს ახალი რომანის დასაწყისს. ასეთი მამაკაცები კი მის ცხოვრებაში, მინიმუმ, სამზე მეტია.
კირჩხიბს ძნელად უყვარდება, ხშირად ერთხელ და სამარადჟამოდ. უყვარს იმის შემდეგაც კი, როცა მამაკაცი საბოლოოდ მიატოვებს და სხვაზე გაცვლის ან უბრალოდ, აღარ იქნება ამქვეყნად.
ლომს უსიყვარულოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ყოველ ჯერზე უყვარს მთელი გულით და ემოციების სიმძაფრით. თუმცა გულისსწორს მეწვრილმანეობას და ღალატს ვერ პატიობს.
ქალწულთან ძალიან რთულად მოდის სიყვარული, იმიტომ, რომ გონება ყოველთვის უსწრებს წინ გრძნობას. უყვარს იშვიათად, თუმცა ერთგულად და ხანგრძლივი ვადით.
იხილეთ სრულად: astrologi.ge