ნებისმიერი ქალის ოცნებაა ცხოვრებაში ოცნების მამაკაცი იპოვნოს და საბოლოოდ ეზიაროს ქიმერულ და მოუხელთებელ "ქალურ ბედნიერებას". ზოგს გამოსდის კიდეც ეს, ზოგს – არა...
რეალური მიზეზი კი იმისა, თუ რატომ ვერ ვახერხებთ ვიყოთ პარტნიორულ ურთიერთობაში ბედნიერი არის ის, რომ არასწორად ვირჩევთ მეორე ნახევარს ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის ძირითადი მახასიათებლების და სახასიათო შტრიხების მიხედვით. შესაბამისად, ვიღებთ კიდეც სავალალო შედეგს, რასაც სახელად განქორწინება ან უბრალოდ, დაშორება ჰქვია...
გთავაზობთ ზოგად სტატისტიკას თუ კონკრეტულად როგორი ტიპის მამაკაცი შეეფერება ქალს პარტნიორობის კუთხით დაბადების თარიღის მიხედვით.
ვერძს აქტიური, ცოტათი ხისტი, მაგრამ გონიერი და პრინციპული მამრები იზიდავს. შეეფერება: მორიელი, ლომი, თხის რქა, კურო.
კუროს სტაბილური, გაწონასწორებული, გარეგნულად მშვიდი მაგრამ შინაგანად ვნებიანი და ემოციური კაცი ესაჭიროება. ასეთი შეიძლება იყოს: თხის რქა, ქალწული, მორიელი, კირჩხიბი.
ტყუპს იმპროვიზატორის ბუნება აქვს. მრავალმხრივი მამაკაცი ესაჭიროება ყველა გაგებით, როგორც ინტელექტუალურად ისე ზოგადად ბუნებითაც. საუკეთესოა მისთვის: მშვილდოსანი, მერწყული, სასწორი, ლომი.
კირჩხიბს მზრუნველი, მოსიყვარულე, გამგებიანი მამრი ესაჭიროება. საუკეთესოა მისთვის: კურო, თევზები, თხის რქა და ლომი.
ლომს კარგი სოციალური სტატუსის მქონე, ერუდირებული, ჭკვიანი და საზოგადოებაში დაფასებული მამაკაცები იზიდავს. მისთვის იდეალურია: ვერძი, სასწორი, თხის რქა, მერწყული.
ქალწულს სტაბილური, გონიერი, გამჭრიახი და წინდახედული კაცები იზიდავს. ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტის მცოდნე და მკაცრი დამცველი. მისთვის საუკეთესოა: თხის რქა, ლომი, სასწორი ან კირჩხიბი.
სრულად იხილეთ: astrologi.ge