არცთუ იშვიათად ხდება ჩვენს რეალობაში ისე, რომ ერთი შეხედვით აბსოლუტურად შეუსაბამო წყვილები (ასაკით, სოც. სტატუსით, ვიზუალური მონაცემებით) გარკვეულ აღშფოთებას და მითქმა-მოთქმას იწვევს გარშემო მყოფებს შორის.
მაინც რატომ ხდება ასე? ქალბატონების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, დღეს კი ძლიერი სქესის თემაა განსახილველი. მაშ ასე, ასტროლოგებმა სამი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები შეარჩიეს დანარჩენებს შორის ისეთი, რომელთაც ასაკით უფროს ქალებთან ხიბლავთ ურთიერთობა და საამისოდ სავსებით ობიექტური მიზეზებიც გააჩნიათ.
კირჩხიბი – კირჩხიბს მთვარე მფარველობს, ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტა. შესაბამისად, ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადება, ძლიერი სქესის დანარჩენ წარმომადგენლებზე მეტადაა დამოკიდებული დედის ზრუნვასა და გავლენაზე.
შესაბამისად, უკვე ზრდასრული ასაკიდან "დედის ტიპის" ქალებისკენ უჭირავს თვალი და წინააღმდეგი არ გახლავთ, ერთი დედა მისთვის მეორე "დედა-ცოლმა" ჩაანაცვლოს. აქედან გამომდინარე, კირჩხიბებს შორის ძალზე ხშირად ვხვდებით უთანაბრო ქორწინებას როგორც ასაკის, ისე ვიზუალური იმიჯის კუთხით.
სასწორი – მამაკაცების უმრავლესობა, რომელიც ვენერით მართული ზოდიაქოს ნიშნით იბადება და მით უმეტეს, ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, ყოველთვის არამდგრადი და მერყევი ხასიათითაა გამორჩეული. მათ შორის ყველაზე "რთული შემთხვევაა" სასწორი მამაკაცი.
იგი ურთიერთობაში, პირველ რიგში, ეძებს კომფორტს და ემოციურ სიმშვიდეს. მას სასტიკად არ უყვარს და ეშინია გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების. შესაბამისად, ხშირად სწორედ ამ მიზეზით ირჩევს იგი ცხოვრების მეგზურად ქალს მასზე უფრო მეტი გამოცდილებით და მაღალი ასაკობრივი ცენზით.
ასეთი ცოლი ყოველთვის პატარა ბავშვივით მოუვლის და გაანებივრებს მას. რაც მთავარია, უპრობლემოდ და ყოველთვის მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას მის სანაცვლოდ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge