ალბათ, ნებისმიერ თქვენგანს ჰქონია ცხოვრებაში სიტუაცია, როცა საქმეები არ გამოდის, პირადში პრობლემებია, ბავშვები ჭირვეულობენ, ხელფასს არავინ გიმატებთ, გაცივდით ყველაფერთან ერთად და...
მოკლედ, დილიდან მარცხენა ფეხზე მიგიწიათ ადგომა... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მინიმუმ, სამი მეთოდი, რომელიც მას, როგორც ანტიდეპრესანტი, ისე დაეხმარება სტრესული სიტუაციის "გადაგორებასა" და ხასიათის გამოკეთებაში...
ვერძისთვის ანტიდეპრესანტი მოძრაობაა. ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ამაო ჩხუბის ნაცვლად, აგრესია სპორტდარბაზში ან ცეკვებზე დახარჯონ.
კუროს ანტიდეპრესანტი გემრიელი ვახშამი, სპა-სალონის სტუმრობა ან ქალაქგარეთ, ბუნებაში გასეირნებაა.
ტყუპისთვის ანტიდეპრესანტია ბანალური ჭორაობა. როცა საუბრობს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, მარტივად იცლება აგრესიისგან.
კირჩხიბის ანტიდეპრესანტი ახლობელი ადამიანების ჩახუტება და ზრუნვაა. თუკი კირჩხიბმა იცის, რომ ვიღაცას უყვარს და ასლუკუნებულს ყოველთვის დაამშვიდებენ, ხასიათი წამის მეასედში გამოუკეთდება.
ლომის ანტიდეპრესანტი კომპლიმენტებია. ასეთი ადამიანები მარტივად გამოდიან სტრესული სიტუაციიდან, თუკი მათ ვინმე გულწრფელად შეუქებს ჩაცმის სტილს, პროფესიულ შესაძლებლობებს ან თუნდაც საუბრის მანერას.
ქალწულისთვის ანტიდეპრესანტი ჰიგიენური პროცედურების დაცვაა. როცა გაბრაზებულია, ბევრი ქალწული იწყებს სახლის გენერალურ დალაგებას. მამაკაცი ქალწულები კი არცთუ იშვიათად მიმართავენ მასაჟისტის მომსახურებას.
იხილეთ სრულად: astrologi.ge