სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს დიდი ნაწილი, ალბათ, არაერთგზის დამდგარა ერთობ საჭირბოროტო დილემის წინაშე - მაინც როგორი მეუღლე სჭირდება ამა თუ იმ მამაკაცს გვერდით, ან სჭირდება კი ზოგიერთს იგი საერთოდ?
პარტნიორობის თემაზე ასტროლოგებიც არანაკლებს მუშაობენ და ამ კუთხით უამრავი ტიპის კვლევა თუ გამოკითხვა არსებობს. შედეგები რომ დავაჯამოთ და კონკრეტული ნიშნის ტიპური წარმომადგენლის მიხედვით ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, შევქმნათ მიახლოებითი მოდელი მაინც იმისა, თუ როგორი ტიპის მეორე ნახევარი გამოადგება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს.
ასე მაგალითად, ვერძს - ქალური, საკმარისად ნაზი, თუმცა არამონური ფსიქოლოგიის მქონე ქალი სჭირდება გვერდით. ის ვერ აიტანს ვერც "ქრონიკულ დიასახლისს", ვერც ტიპურ ბიზნესლედის მეორე ნახევრად. ამიტომ ქალმა შუალედი უნდა მონახოს ამ მხრივ.
კუროს - სტაბილური ფსიქიკის მქონე, გაწონასწორებული და მშვიდი ქალი სჭირდება. მისი მეუღლე ზომიერად რომანტიკულიც უნდა იყოს და გემრიელი კერძების კეთებაც უნდა შეეძლოს.
ტყუპს - მრავალმხრივი ნიჭის მქონე, ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და ერუდირებული მეორე ნახევარი გამოადგება. მისთვის მეუღლესთან მენტალური კავშირი სექსუალურ თავსებადობაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ.
კირჩხიბს - დედის ტიპის, მზრუნველი და უზომოდ მოსიყვარულე მეორე ნახევარი გააბედნიერებს. შესაძლებელია, ქალი მასზე ასაკით უფროსიც იყოს. ეს კირჩხიბისთვის აბსოლუტურად არ წარმოადგენს დისკომფორტს.
ლომს გვერდით ღირსეული, გრაციოზული და დიდსულოვანი ქალი სჭირდება. მისი მეწყვილე აუცილებლად უნდა ფლობდეს კარგ მანერებს და საზოგადოებაში თავის დაჭერაც უნდა შეეძლოს. თუმცა, ოჯახში ქმარი უზომო სითბოთი და ყურადღებით უნდა გაანებივროს.
ქალწულს ცოლად მოწესრიგებული, წინდახედული, გამჭრიახი და გაწონაწორებული ქალი სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის არა ფიზიკური იმიჯი (თუმცა არც ეს არის მეათეხარისხოვანი!), არამედ გონებრივი პოტენციალი და ცხოვრების წესი. იგი ვერასოდეს აიტანს გვერდით ქაოსურ ან ფეთხუმ ქალს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge