ალბათ, დამეთანხმებით, ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. ზოგიერთი უფრო ლოიალურია, ზოგი კი, პირიქით, ხაზგასმულად პრინციპული და მაქსიმალისტი.
არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცია თუ ქალი, ყველას გააჩნია ხასიათში გარკვეული სისუსტეები, რომლებიც მაშინ უფრო ძლიერდება და შესამჩნევია, როცა ესა თუ ის ინდივიდი შეყვარებულია ვინმეზე.
თუმცა ხდება ხოლმე ისეც, რომ ღალატის ან ღალატის მცდელობის ფაქტის წინაშე ვდგებით. ასეთ დროს, ზოგი გარკვეული დროის შემდეგ პატიობს პარტნიორს ჩადენილ საქციელს, ზოგი კი სამუდამოდ წყვეტს ამ უკანასკნელთან კავშირს. დღეს იმ ზოდიაქოს ნიშნებზე მინდა გესაუბროთ, ვისთან ღირს პატიების თხოვნა და ვისთან აჯობებს, სამუდამოდ დაივიწყოთ მისი არსებობა.
განსაკუთრებით პრინციპულები არიან - ლომები, მორიელები, ქალწულები, თხის რქები, კუროები.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს გამოკვეთილი თავმოყვარეობა, სიჯიუტე და პრინციპული ხასიათი გააჩნიათ. ლომი ავტორიტეტის შელახვას არ გაპატიებთ, ქალწული და კურო – ნდობის, თხის რქა – თავმოყვარეობის, ხოლო მორიელი, უბრალოდ, ამოგშლით ერთხელ და სამუდამოდ საკუთარი ცხოვრებიდან ისე, თითქოს არც არასოდეს გიცნობდათ.
სრულად იხილეთ: astrologi.ge