ყველაზე-ყველაზე ზოდიაქოს ნიშანი: რითი ხართ სხვებზე უკეთესი?

ყველაზე-ყველაზე ზოდიაქოს ნიშანი: რითი ხართ სხვებზე უკეთესი?
ზოდიაქოს ყველა ნიშანი განსხვავდება ერთმანეთისგან. ასტროლოგებმა შეადგინეს ყველაზე-ყველაზე ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი. ნახეთ, რა თვისება გამოგარჩევთ სხვებისგან.

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი – თევზები

ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია, ამ ნიშნის წარმომადგენლები ხომ ცნობილები არიან თავიანთი ემოციურობითა და სენტიმენტალურობით. მაშ, რაში მდგომარეობს მათი სიძლიერე? თევზებში ჩადებულია ძალიან ბევრი შინაგანი რესურსი, რომელიც არ აქვს ზოდიაქოს სხვა ნიშნებს და როცა, მაგალითად, ჯიუტი და ამბიციური ვერძები და თხის რქები მარცხს განიცდიან, თევზები ამ დროს საკმაოდ მყარ პოზიციებს იკავებენ. შეიძლება ითქვას, რომ თევზები თავს
ხრიან, მაგრამ არასოდეს ტყდებიან.

ყველაზე სექსუალური ზოდიაქოს ნიშანი – ვერძი

ზოდიაქოს ყველაზე სექსუალურ ნიშნად ვერძი ითვლება. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ენერგიულები, მომხიბვლელები, ვნებიანები და აქტიურები არიან. მათ არ ჰყავთ ბადალი სასიყვარულო ფრონტზე. ვერძები გარშემომყოფებს იზიდავენ საკუთარი ქარიზმითა და განსაკუთრებული შინაგანი მომხიბვლელობით.

ყველაზე საბედისწერო ზოდიაქოს ნიშანი – მორიელი

თუკი ამ ნიშნის წარმომადგენლები შურისძიებას გადაწყვეტენ, მათ ვერავინ შეაჩერებს. ისინი ისეთი მზაკვრული მეთოდებით მოქმედებენ, რომ ძნელია მიუხვდე ან რაიმეში დაეჭვდე. მორიელები – ყველაზე საშიში მტრები არიან.

ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი – ქალწული

ასტროლოგები ყველაზე ერთგულ ზოდიაქოს ნიშნად ქალწულს მიიჩნევენ. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ცდილობენ, მოძებნონ პარტნიორი, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ და თუკი ისინი ვინმეს ირჩევენ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ არასოდეს უღალატებენ მას.

ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშანი – მშვილდოსანი

ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშანი – მშვილდოსანია.
ყველაზე მიმზიდველ ზოდიაქოს ნიშნად მშვილდოსანი ითვლება. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები გარეგნულად ძალიან ჰარმონიულად არიან აწყობილნი, რაც მათ სრულ უფლებას აძლევს, დასახელდნენ ყველაზე მიმზიდველებად. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მათ სილამაზესა და მიმზიდველობას.

ყველაზე კეთილი ზოდიაქოს ნიშანი – კურო

ყველაზე კეთილშობილ ზოდიაქოს ნიშნად ასტროლოგებმა კურო დაასახელეს. ის ვერ იტანს კონფლიქტებს, ყოველთვის რბილი ხასიათით გამოირჩევა და ტაქტიანია ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, მისი კეთილშობილების ნიშნად მიიჩნევა. კუროებს შეუძლიათ უანგაროდ დაეხმარონ ადამიანებს, რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ დიდი გულის პატრონები არიან.


ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი – ტყუპი

ისინი  ყოველთვის საჭირო დროსა და ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც ამ ზოდიაქოს ნიშანს სხვა თანავარსკვლავედებთან შედარებით წარმატებულს ხდის. ტყუპი გამორჩეულად ოპტიმისტი ნიშანია, ეს კი მისი გამართლების 90%-ს შეადგენს. თავისი იღბლიანობის წყალობით მას დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანიც.

ყველაზე მეოჯახე ზოდიაქოს ნიშანი – კირჩხიბი

ყველაზე მეოჯახე ზოდიაქოს ნიშნად კირჩხიბი ითვლება. თანავარსკვლავედის ეს წარმომადგენლები პირველ ადგილზე ოჯახურ ფასეულობებს აყენებენ. ისინი ცდილობენ, ღირსეული პარტნიორი იპოვონ, შექმნან მყუდრო ოჯახი და გააჩინონ ბევრი შვილი. ეს გახლავთ ყველაზე იდეალური ზოდიაქოს ნიშანი ქორწინებისა და სერიოზული ურთიერთობისთვის.

ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანი – ლომი

მიუხედავად გულუხვობისა და მეგობრული ხასიათისა, ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლები, პრაქტიკულად, ყველაფერს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად აკეთებენ. ყურადღების ცენტრში ყოფნა მათ ენერგიით ავსებს. გარდა ამისა, ლომებს ძალიან უყვართ ქება-დიდება და ასეთ დროს თავს განსაკუთრებით მედიდურად გრძნობენ.

ყველაზე კონტაქტური ზოდიაქოს ნიშანი – სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები უდიდეს სიამოვნებას იღებენ ახალი ნაცნობობით. როცა ისინი საზოგადოებაში არიან, თავისუფლად და მტკიცედ გრძნობენ თავს. მათთვის მარტოობის ერთი დღეც კი რთული გადასატანია.

ყველაზე ჩაკეტილი ზოდიაქოს ნიშანი – თხის რქა

ძალიან რთულია გაიგო, რაზე ფიქრობს ზოდიაქოს ეს ნიშანი. ისინი იშვიათად ანდობენ საკუთარ გრძობებსა და განცდებს გარშემომყოფებს და ხშირად საზოგადოებაში გულგრილად და ცივად იქცევიან.

ყველაზე გენიალური ზოდიაქოს ნიშანი – მერწყული

ისინი ყოველთვის შესანიშნავი იდეის ავტორები არიან. აქვთ განვითარებული ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება, მაგრამ ხანდახან არ ჰყოფნით ძალა, ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი ჩანაფიქრი. ამიტომაც მათი გენიალური გამოგონებები და პროექტები ხშირად აღიარების გარეშე რჩება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ლომი
ლომი ვარ და სრული სისულელეა, ნუ ჩემს შემთხვევაში ასეა, პორიქით უფრო ვკომპლექსდები და უხერხულად ვარ ,როცა ვინმე შემაქებს ხოლმე
17:28 / 08-12-2017
გამოხმაურება / 2 /
თეკო
მეც ლომი ვარ და ზუსტად ესე ვარ ვინმე რომ მაქებს ვკომპლექსდები
16:19 / 12-02-2020
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93