საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”

საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 – 18:00 სთ-ზე და თვალი ადევნოთ ქართულად დუბლირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საინტერესო სერიალს - ”კრიმინალური აზროვნება”.

საუკეთესო სერიების ათეული:

10 ადგილი. 01×18, Somebody’s Watching («ვიღაც გითვალთვალებს»)

აგენტი გიდეონის გუნდი ლოს-ანჯელესში მიემგზავრება იმისთვის, რომ ადგილობრივ პოლიციას დამნაშავეების ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა ასწავლოს. ამ მომენტში, აგენტ რიდს საფრთხე ელის... მას მოუწევს ახალგაზრდა, ლამაზი ვარსკვლავის, ლაილა არჩერის დაცვა,
რომლის საიდუმლო თაყვანისმცემელი ცდილობს, თავისი ერთგულება მკვლელობებით დაუმტკიცოს. ის კლავს ყველას, ვისაც ლაილასთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია.

სხვათა შორის, ლაილას როლს - ემბერ ჰერდი ასრულებს.

9 ადგილი. 07×11, True Genius («ნამდვილი გენიოსი»)

დეჟავუს ეფექტი ემართება ყველას, მაგრამ ეს არ არის სასიხარულო, თუ შენ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი ხარ. იწყება ახალგაზრდა წყვილების მკვლელობათა სერია, რომელიც ძალიან ჰგავს 30 წლის წინ მომხდარ მკვლელობებს, რომელიც ცნობილი სერიული მკვლელის - ”ზოდიაქოს” ხელწერაა.
мыслить как преступник кадры

8 ადგილი. 01×06, L.D.S.K. («მკვლელი დიდი მანძილიდან»)

დეს-პლეინსში, ილინოისის შტატში, მზიან დღეს, სკვერში, სნაიპერი ადამიანებს დიდი მანძილიდან ესვრის. თანაც, ყველას ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას... გიდეონის გუნდი დამნაშავის დაჭერას ეცდება...

7 ადგილი. 06×18, The Uncanny Valley («უცნაური ველი»)

თუ თქვენ თოჯინების კოლექციას აგროვებთ, ეს ეპიზოდი არ უნდა ნახოთ. თუ უნდა ნახოთ?..
მოვლენების ცენტრში მშვენიერების დამფასებელი აღმოჩნდება... მანიაკი გოგონებს იტაცებს და მათ ნამდვილ თოჯინებად აქცევს. ატლანტიკ-სითის სამართალდამცველებს კი მანიაკის დაჭერა არ შეუძლიათ...

6 ადგილი. 04×07, Memoriam («მემორანდუმი»)

ეს ეპიზოდი გმირების პირად ცხოვრებას ეძღვნება. აგენტი რიდი ცდილობს საქმის გახსნას, რომელიც მასთანაა დაკავშირებული. ახალგაზრდა გენიოსს წარსული მოსვენებას არ აძლევს. მას მოუწევს მოძებნოს საკუთარი მამა, ჰიპნოზის გაკეთება და თავისი ოჯახის წარსულში ქექვა.

мыслить как преступник детективы

5 ადგილი. 08×12, Zugzwang («ცუცვანგი»)

აგენტი რიდის ძალიან ახლობელი ადამიანი ხიფათში ეხვევა. მთელი გუნდი ცდილობს მის დახმარებას, მაგრამ ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. შთამბეჭდავი სერია, ბევრი ამაღელვებელი მომენტით.

4 ადგილი. 05×16, Mosley Lane («მოსლის შესახვევი»)

ეპიზოდი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, ნენსი და ფილიპ გარიდოების გამტაცებლებზე. გუნდი ბავშვების გამტაცებლების პოვნას ეცდება, რომლებიც მათ რამდენიმე წლის განმავლობაში მალავენ.

3 ადგილი. 02×11, Sex, Birth, Death («სექსი, დაბადება, სიკვდილი»)

ამჯერად, გუნდი ვაშინგტონში მუშაობს. ვიღაც სასტიკად ხოცავს მეძავებს. აგენტი რიდი ფიქრობს, რომ მკვლელი შესაძლოა აღმოჩნდეს მოზარდი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეტროში ესაუბრა.

мыслить как преступник расследование

2 ადგილი. 02×15, Revelations («გულახდილობა»)

ერთ-ერთი აგენტი გაიტაცეს. ტყვე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რაც არცთუ ისე კარგ მოგონებებს აღვიძებს მისი ბავშვობიდან. გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს დამნაშავეზე და მისი ზუსტი ფსიქოლოგიური პროფილი შეადგინოს.

1 ადგილი. 02×01, The Fisher King: Part 2 («მეფე-მეთევზე 2»)

გუნდი ცდილობს ფსიქოპათის მსხვერპლის გადარჩენას, რომელიც მეფე არტურის ლეგენდითაა შეპყრობილი. გოგოს გადასარჩენად, გუნდი იძულებულია, მანიაკის წესებით ითამაშოს.

იხილეთ ასევე: საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
7 მოულოდნელი ფაქტი სერიალზე "კრიმინალური აზროვნება"
როგორ უნდა შეაღწიო დამნაშავის გონებაში
იაზროვნე, როგორც დამნაშავემ


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93