რატომ დატოვა "ჩემი ცოლის დაქალები" რეზო ნასიძემ - "გული რომ მწყდებოდეს, არც წამოვიდოდი..." - Marao

რატომ დატოვა "ჩემი ცოლის დაქალები" რეზო ნასიძემ - "გული რომ მწყდებოდეს, არც წამოვიდოდი..."

2015-08-27 15:48:46+04:00

მალე დაიწყება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მომდევნო სეზონი. ცნობილია, რომ სერიალი რამდენიმე მსახიობმა დატოვა სხვადასხვა მიზეზით. მათ შორისაა რეზო ნასიძეც, რომელსაც სულ სხვა პროექტში ძალიან მალე ვიხილავთ.

- რეზო, "ჩემი ცოლის დაქალებში" კიდევ გიხილავთ?

- ამ სერიალიდან წამოვედი. სხვა პროექტში ვარ და მომავალში დავბრუნდები თუ არა, ჯერ არ ვიცი.

- როგორც ვიცი, "ჯიდიესის" ერთ-ერთ სერიალში მონაწილეობ. გვიამბე, რა სერიალია და რამდენ ხანში გიხილავთ კვლავ ეკრანზე?

- სავარაუდოდ, სექტემბერში გავა სერიალი ეთერში. სერიალის სახელწოდებაა "ქერჩი, ანუ დაკარგული გმირები".

- შენ ვის როლში გიხილავთ?

- ვთამაშობ ამბროსი შენგელიას, რომელიც რეალურად იყო ჩემი დიდი ბაბუა.

- სავარაუდოდ, ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებს" ახალი სერიალი ამჯობინე...

- "ჩემი ცოლის დაქალებში" ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც კამერასთან ურთიერთობა. მერე გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ერთი და იმავეს დიდხანს კეთება არ მინდოდა.

იხილეთ სტატია სრულად