მას შემდეგ, რაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი "პრაიმ შოუს" ერთ-ერთი წამყვანი გახდა, ბავშვობის ოცნება აისრულა და ამ დიდ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა.
ნინის მუსიკალურ კარიერაშიც სიახლეებია: მან დედასთან ერთად დუეტი ჩაწერა, ორ ახალ სიმღერაზეც მუშაობს და გარდა ამისა, თუ დაფინანსება იქნება, მურატ ილდირიმთან ერთად ფილმში მთავარ როლს ითამაშებს, რომლის რეჟისორიც მამამისი, ერეკლე ბადურაშვილია.
ნინი ბადურაშვილი:
"თოქ-შოუს წამყვანობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც ახლა, 31 წლის ასაკში ავიხდინე. სულ მინდოდა თოქ-შოუს წამყვანობა და ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მიმყავდა გადაცემა.
...როცა ჩემმა მეგობარმა, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა გადაცემის წამყვანობა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნოე ყოველთვის ხარისხიანად აკეთებს ყველაფერს. რომ მითხრა: ვიწყებ ასეთ თოქ-შოუს 6 წამყვანით და ერთ-ერთი შენ იქნებიო - ცოტა შემეშინდა. პრინციპში, რისკზე წავედით ყველანი. დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, გავამართლეთ. გაგრძელება