ინტერვიუ

რაზე უჭირს უარის თქმა ყველაზე მეტად ნუკი კოშკელიშვილს? - "სულ ერთია, დავინახავ თუ არა, ნარკომანივით მეწყება კანკალი!"

რაზე უჭირს უარის თქმა ყველაზე მეტად ნუკი კოშკელიშვილს? - "სულ ერთია, დავინახავ თუ არა, ნარკომანივით მეწყება კანკალი!"
ხშირად ქალებს, რომელთა ყურებაც სიამოვნებას გვანიჭებს, დიდი სირთულეების გადალახვა უწევთ სასურველი მიზნის მისაღწევად. რაოდენ რთული დასაჯერებელიც უნდა იყოს, დიდი მსხვერპლის გაღება უწევს ნუკი კოშკელიშვილსაც თვალისმომჭრელი ვიზუალისა და სექსუალური ფორმებისთვის. ტელეწამყვანი დიეტებსა და თავისებურ კვების რეჟიმზე გვესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ის ძალიან ხშირად დიეტობს და ყველაზე მეტად უჭირს ყველზე უარის თქმა.

- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ კვებას? როგორ იკვებებით?

- სულ ცოტა ხანია, დაახლოებით 1 თვეა, რაც გადავედი ვეგეტარიანულ კვებაზე... ნუ მთლად ვეგეტარიანულზე არა, მხოლოდ თევზს ვჭამ
ხორცეულიდან და დანარჩენი სახეობის ხორცი ამოვიღე რაციონიდან. წონაში საგრძნობლად დავიკელი და ბევრად უფრო ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ თავს.

- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?

-კი, მსგავს დეტალებს ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, გამოშვების თარიღს, კალორიულობას, ნახშირწყლების რაოდენობას, აბსოლუტურად ყველაფერს...

-ჭამის მადა განსაკუთრებით ძლიერდება ხოლმე შებინდებისას ან გვიან ღამით, თუმცა ამას არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს. თქვენ გიყვართ გვიან ღამით წახემსება?

- მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ღამე ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ ის ორგანიზმის პირველი მტერია. ყოველთვის ვცდილობ, მოვერიდო და ექვსი საათის შემდეგ არაფერს აღარ ვჭამ.

- დრო ჯანსაღი კვების ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საყურადღებო მხოლოდ ვახშმის დრო კი არ არის, მნიშვნელოვანია, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვისაუზმოთ, ვისადილოთ და ა.შ. რას იტყვით ამაზე? უწესებთ თუ არა საკუთარ თავს განრიგს?

- სამწუხაროდ, ამას ვერაფრით მივაღწიე. ვცდილობ, რეჟიმში ვიკვებო, მაგრამ როგორც უნდა მოვინდომო, სულ სხვადასხვა დროს გამომდის.

- ხშირად იცავთ დიეტას?

- კი, სულ... მე ჭარბი წონისკენ მაქვს მიდრეკილება. არ ვიცი, რამდენად ბევრს ვჭამ, მაგრამ ძალიან ადვილად ვიმატებ. არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ჭამენ და არ იმატებენ. ამიტომ მუდამ მიწევს წონის კონტროლი. ზოგჯერ მოვდუნდები ხოლმე და ვიმატებ, შემდეგ ისევ ვიკლებ და ა.შ. პირდაპირ გეტყვით, ჩემი ცხოვრების 70% ვარ პუტკუნა და 40% - გამხდარი.

- ხომ არ გახსენდებათ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენი პრაქტიკიდან?

- ძალიან მომწონს დიეტა, რომელზეც ახლა ვარ: დილით ვსვამ ყავას, ვჭამ ხაჭოს ან იოგურტს, შემდეგ თევზს და ბოლოს ექვს საათზე კიტრსა და პომიდორს. ძალიან ეფექტურია, საზაფხულოდ ძალიან მარტივი და მით უმეტეს, მხოლოდ თევზი ძალიან ნოყიერია და მთელი დღისთვის საკმარისი ულუფაც შეიძლება ვუწოდოთ...

- ამერიკაში როცა გადახვედით, უცხოურ სამზარეულოსთან შეგუება გაგიჭირდათ?

- არა უცხოურ სამზარეულოსთან, არამედ - პროდუქტთან შეგუება უფრო გამიჭირდა. ძალიან დიდი განსხვავებაა ქართულსა და ამერიკულ პროდუქციას შორის და შეგუება ძალიან რთული იყო. აბსოლუტურად ყველაფერს სხვანაირი გემო აქვს.

- ხანდახან ისეც ხდება, რომ უცხოურ საკვებთან შეგუებას მშობლიურზე გადაჩვევა ახლავს თან...

- არა, არა! საქართველოში რომ დავბრუნდი, გავსინჯე თუ არა მშობლიური კერძები, დავრწმუნდი, რომ ქართული პროდუქტი ბევრად მირჩევნია, რომ ბევრად უფრო ჯანსაღი და გემრიელია...

- არსებობს რამე ხერხი, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?

-ალბათ, არასდროს შევეცდები რაღაც ტაბლეტების მიღებას, არასოდეს მივმართავ ქირურგიულ ჩარევებს, რადგან ძალიან ამახინჯებს სხეულს. უფრო ჯანსაღი და ნელი დაკლების გზების მომხრე ვარ...

- რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი, მავნე პროდუქტი, რომელზეც უარის თქმა ყველაზე მეტად გიჭირთ?

- აი, ყველი! ყველაზე მეტად მიჭირს ყველზე უარის თქმა... ნებისმიერი სახის ყველი სიგიჟემდე მიყვარს: იმერული, სულგუნი, მოცარელა, პარმეზანი... სულ ერთია, დავინახავ თუ არა, ნარკომანივით მეწყება კანკალი!

- რთულია სიამოვნებაზე უარის თქმა, როცა დიეტაზე ხართ. რა გაძლევთ მოტივაციას?

- ყველაზე მეტად ჩემზე მოქმედებს ფოტოების დათვალიერება. აი, საკუთარ ძველ სურათებს რომ ვნახულობ, ვფიქრობ: "როგორი გამხდარი ვიყავი და როგორ მოვიმატე?!" - ეს მომენტი ძალიან ნერვების მომშლელია, თუმცა სწორედ ეს მაძლევს სტიმულს და მერე უკვე ყველაფერი უფრო მიმარტივდება.

იხილეთ ასევე: რა უცნაური ჩვევა აქვს კრისტი ყიფშიძეს? - " როცა პროდუქტს შევიძენ და გავხსნი აუცილებლად ვსუნავ..."

მერიემ კაკაურიძე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 11 /
ელისო
ისევ განუმეორებელი ნუკი! ეგ თუ დაგვაყენებს ქართველებს სწორ გზაზე!
21:41 / 30-08-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
და ყველი რატომაა მავნე პროდუქტი? საიდან მოიტანეთ? ან 70+40=100-???
16:07 / 30-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93