ინტერვიუ

რა თემაზე ალაპარაკდა ილო ბეროშვილი პირველად საჯაროდ

რა თემაზე ალაპარაკდა ილო ბეროშვილი პირველად საჯაროდ
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია.
პოპულარობა არც აქამდე აკლდა, მაგრამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შავლეგო მადლიანის როლის შესრულების შემდეგ მის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ილო ბეროშვილთან წარსულში არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად განსხვავებულად გულწრფელი დიალოგი გამოგვივიდა. ამ ინტერვიუში წაიკითხავთ პასუხებს კითხვებზე: როდის იდგა რთული პერიოდი მის ცხოვრებაში, იყო თუ არა ნარკოტიკზე დამოკიდებული, როგორი მამაა, როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან, რა ხდება დღეს მის პირად ცხოვრებაში
და რა განცდა ჰქონდა მაშინ, როცა მისი შვილების დედამ ოჯახი ხელმეორედ შექმნა?


- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა და მადლობა "ჩემი ცოლის დაქალებს" ამ შანსისთვის. სერიალში გამოჩენის შემდეგ ახალი მაყურებელი შევიძინე, რაც ძალიან მახარებს... მსახიობობა იმაზე მეტად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ეს პროფესია მოითხოვს, მისთვის ყველაფერი გადადო, მით უმეტეს, თუ გაქვს პრეტენზია, მაყურებელს თავი გამორჩეულად დაამახსოვრო.

- შენს გმირს პარტნიორობა უმეტესად მეუღლესთან - ჩიკასთან უწევს. ანი ჩირაძე როგორი პარტნიორია?
- მას სამსახიობო აქვს დამთავრებული, მაგრამ დღემდე არც ერთ ფილმში არ გადაუღიათ. ძალიან კარგი პარტნიორია. დამაჯერებლობა, რომელიც მისი თამაშის დროს თვალში საცემია, ჩემზეც გადმოდის და ეს ძალიან მეხმარება. პროფესიონალებს რჩევებს ყოველთვის ვეკითხები. უყურადღებოდ თავადაც არ მტოვებენ. გიორგი ლიფონავა მეხმარება. რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია - ამ პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ.

- შენ და ანი დამეგობრდით?
- ჩვენ ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით, სანამ სერიალში გადაგვიღებდნენ. ანი ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგოა.

- ჩიკასნაირი ცოლი შენ გვერდით რამდენად წარმოგიდგენია?
- გამორიცხულია, ისევე, როგორც შავლეგოსნაირ ადამიანებთან ურთიერთობა - მიუხედავად იმისა, რომ მყოლია მეგობრები იმ წრიდან, საიდანაც შავლეგოა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი კრიმინალი იქნება, პოლიციელი თუ მხატვარი. მნიშვნელოვანი მისი შინაგანი სამყაროა. გადაღების დროს სულ ვცდილობ, თამაში ბუნებრივად გამომივიდეს. ტელევიზიაში მუშაობისას სხვა დინამიკა იყო საჭირო. ნელ-ნელა გადავდივარ იმ რიტმზე, რომელიც მსახიობს სჭირდება. მიხარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ბავშვები მომაძახებენ ხოლმე: "შავლეგო, შავლეგო!" მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი ხანდახან ძალიან უწმაწურია, ცხოვ­რებაში ბილწსიტყვაობა არ მჩვევია. 

- სერიალს შენი შვილები უყურებენ?
- უფროსი უყურებს, პატარა ძალიან პოეტური ბავშვია, სულ ბუნებაში ყოფნა უნდა. უეცრად იტყვის ხოლმე, დღეს რაღაც სევდიანი ღამეაო. ახლახან მითხრა, ახლა კი არ შემიყვარდი, სულ მიყვარდიო. დედა ძალიან უყვართ, მათ შორის სხვა უხილავი ძაფებია. ბოლო 4 თვე ჩემთან ხშირად არიან. ერთხელ მითხრეს, მამა, შენ დედა გახდიო. ბავშვებთან ურთიერთობის დეფიციტი სულ მქონდა. წარსულში როგორც ვიყავი, ახლა ისეთი მდგომარეობა აღარ მაქვს, გრაფიკიც შედარებით თავისუფალია და სულიერადაც დამძიმებული არ ვარ.

- "სულიერ სიმძიმეში" რას გუ­ლისხმობ?
- სულ გადარბენაზე ვიყავი, ოჯახის დანგრევის ტკივილიც არ იყო მოშუშებული. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რაღაც მოხდა, რამაც გადამღალა.

- თუ შეიძლება გკითხავ, პრობლემა, რასაც ნარკოტიკი ჰქვია, მარ­თლა იყო შენს ცხოვრებაში?
- (პაუზის შემდეგ) არ დავმალავ და გეტყვი, რომ იყო. ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია, მაგრამ შენთან ორი მიზეზის გამო ვილაპარაკებ: მგონია, რომ თქვენ მკითხველთა ის კატეგორია გყავთ, რომლებიც მსგავს ამბებს ძალიან ჯანსაღად უყურებენ და მეორე მხრივ, გენდობი, ვიცი, როგორ დაწერ. შენთან ინტერვიუები ყოველთვის საინტერესო გამომდის, რადგან ზედაპირზე არასდროს მტოვებ, ყოველთვის სიღრმეში ჩაგყავარ.

- გმადლობ.
- ჩემს ცხოვრებაში ქაოსი იყო. მქონდა პერიოდი, როცა ნარკოტიკს ათასში ერთხელ თუ შევეხებოდი, მაგრამ მერე ალკოჰოლიც დაემატა, აირია ერთმანეთში და... ამ დროს ოთხ პროექტში ვიყავი, მუდმივად გამოუძინებელი და გადაღლილი. მადლობა უფალს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. გაგრძელება

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნანა
ძალიან კარგი იქ ება თუ შენს ნიჭს საქმეში უფრო მეტად გამოიყებნებ , უკეთეს პროექტებში მიიღებ მონაწილეობას !წარმატებებს გისურვებ , შვილო !
23:28 / 04-10-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93