ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო, ორი შვილის მამაა.
მეორე შვილი, „ნამცეცა“ ნიაკო უკვე წლის და ექვსი თვისაა. პოპულარობა არც ნიაკოს აკლია. ვფიქრობ, იგი მამას სერიოზულ კონკურენციასაც კი უწევს ამ საკითხში. მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათიათასობით მოწონება და ნახვა აქვს. ჩვენ ნიაკოს დედას, ია დუდაშვილს დავუკავშირდით. ია პროფესიით ფსიქოლოგია და ბავშვის აღზრდის „თავისებური“ მეთოდი აქვს. ამბობს, რომ ეს მეთოდი ბევრად გამართლებულია სხვებთან შედარებით - არასოდეს უბრაზდება პატარას თავდაყირა დაყენებული სახლის გამო, არც განადგურებული კოსმეტიკის გამო. ამბობს,
რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბავშვმა სამყარო სწორედ ასე უნდა შეიმეცნოს.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას მერე, რაც ნიაკო გამოჩნდა? რა ემოცია გაკავშირებთ მასთან?
- ჩვენი ცხოვრება ნიაკოს დაბადებამ რადიკალურად შეცვალა. ბავშვის დაბადების შემდეგ იცვლება ღირებულებები და თითქოს ხელახლა სხვა, უფრო უკეთეს ადამიანად ყალიბდები. მასთან რაც მაკავშირებს, ამას ემოცია არ ჰქვია... „შვილი“ არის სიტყვა, რომელიც მოიცავს სრულიად სამყაროს და ყველაზე მეტ გრძნობას იწვევს ჩემში. შვილი ჩემი სხეულის ნაწილია, რომელიც საკუთარზე მეტად მიყვარს, მიხარია, მტკივა, მსიამოვნებს და განვიცდი ყველაფერს, რაც მას ეხება. მის სურნელს რომ შეისუნთქავ, აღარ გინდა ამოისუნთქო. გინდა სამუდამოდ შენში დაიტოვო შვილის სასწაული სურნელი. წარმოუდგენელი გრძნობაა დედობა. უბრალოდ ვერ ვიტევ ამდენ ემოციას, რასაც ეს ბავშვი მჩუქნის.
- როგორი იყო პირველი ღამეები? რამდენად ადვილად გასაზრდელი ბავშვი იყო?
- როდესაც სახლში გამოგვწერეს და პირველად, დამოუკიდებლად უნდა დამებანა, გამომეცვალა ტანსაცმელი, ყველა ერთად დავრბოდით სახლში. შემდეგ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. სანამ მე შევეჩვეოდი, ირაკლი აბანავებდა, უცვლიდა და ჩემზე უკეთ ის უვლიდა. საბედნიეროდ, არც ერთი ღამე არ გაგვითენებია, ძალიან მშვიდი იყო თავიდანვე. მისი პირველი სიტყვა „მამა“ იყო. ზოგადად, ნიაკოს გვერდით ყოველი დღე დღესასწაულია. იქნება ეს პირველი ნაბიჯები, თამაში თუ რაიმე ახლის აღმოჩენა. კარგია, როდესაც შეგიძლია დატკბე ყველა დეტალით, ერთმანეთს არც ერთი დღე არ ჰგავდეს და მის გვერდით ყოველი გატარებული წუთი წინაზე ბედნიერი იყოს. გაგრძელება + ფოტო