მარიშკა ჯავახაძემ გვიამბო, სად შოპინგობს, როგორ ახერხებს ყოველთვის ფორმაში ყოფნას და რა გზებს მიმართავს განწყობის გასაუმჯობესებლად, როცა უგუნებოდაა.
როგორც აღმოჩნდა, მას ცხარე და მჟავე საკვები უყვარს და გვიან ღამით წახემსებასაც არ ერიდება. ის ამბობს, რომ მეორადი ტანსაცმლის შეძენა სათაკილოდ არ მიაჩნია. ასევე, მარიშკამ გაგვიზიარა თავისი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი.
-ქალის №1 ვალდებულებად რა მიგაჩნიათ?
- ვაი, რატომ კონკრეტულად ქალის (იღიმის)? ქალსა და კაცს, ორივეს ერთნაირი ვალდებულებები აქვს და ეს ვალდებულება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ყველა ადამიანს თავისი პირადი ვალდებულება აქვს.
- როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთებაა ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზის შესანარჩუნებლად?
- სწორი კვება, საკმარისი ძილი, 2 ლიტრი წყალი. ჯერჯერობით ასეა, მოგვიანებით, ასაკში, ალბათ პროფესიონალების დახმარება დამჭირდება.
- სად შეიძლება შეიძინო გემოვნებიანი და ხარისხიანი სამოსი ეკონომიურად?
- ნიუ-იორკში სეილზე (იღიმის), თუმცა ბოლო დროს საქართველოშიც შემოდის საკმაოდ კარგი და ეკონომიური ბრენდები.
- ონლაინშოპინგზე რა აზრის ხართ?
- ონლაინშოპინგის დიდი მოყვარული ვარ, თითქმის ყველაფერს ვიწერ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს სახლში ჩაის ჭიქით ჯდომა და თან შოპინგი.
- მეორადი ტანსაცმელი შეგიძენიათ ოდესმე?
-ალბათ, არა, არ მახსოვს... თუმცა არა იმიტომ, რომ მეთაკილება. უბრალოდ, აურის ტარების მჯერა და მგონია, რომ სხვისი ნაცვამი ტანსაცმლის აურა ჩემზე გადმოვა. მაგრამ ძალიან თუ მომეწონა, ალბათ, უარს არ ვიტყვი.
- ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამთ ხოლმე?
- რამდენიმე კაბა მაქვს და ძალიან მომწონს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მომწონს და მეამაყება ჩვენი დიზაინერები.
- როგორ ახერხებთ ყოველთვის ფორმაში ყოფნას, ვარჯიშობთ, სწორად იკვებებით თუ გენეტიკის დამსახურებაა?
-არა, დიეტაზე, საბედნიეროდ, არ ვყოფილვარ... ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ფორმაში ვარ, ბევრი რამეა ჩემს სხეულში, რაც არ მომწონს, თუმცა წონის პრობლემა არ მაქვს და ეს გენეტიკის დამსახურებაა, მამის მხრიდან. ისე, ჭამა მიყვარს, განსაკუთრებით, ღამე.
- არსებობს რამე გზა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?
- კი, შიმშილით და გასახდომი ტაბლეტებით. ორივე ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის.
- რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი მავნე პროდუქტი, რომელზეც უარის თქმა ყველაზე მეტად გიჭირთ?
- ალბათ, ჩიფსები... და ცხარე და მჟავე საკვები, ტკბილი არ მიყვარს.
- როცა უგუნებოდ ხართ, მდგომარეობიდან გამოსასვლელად?
- ასეთ დროს ყველაზე მეტად დედასთან საუბარი მეხმარება. თუ დედა შინ არაა, მაშინ წიგნს ვკითხულობ.
- ყველაზე მოულოდნელი ნივთი თქვენს ჩანთაში?
- ჩანთაში მხოლოდ იმ ნივთებს ვდებ, რომლებიც მჭირდება. არ მიყვარს არაორგანიზებული და მოუწესრიგებელი, არეული ჩანთები. თუმცა "მაკდონალდსის" კეტჩუპის შეკვრას ხშირად დავატარებ ჩანთით (იცინის).
- თქვენი აზრით, როგორია იდეალური ქალი?
- ჩვენს საზოგადოებაში ქალისგან ბევრს ითხოვენ, ცოლი უნდა იყოს მეოჯახე და ამასთან ერთად, უნდა გამოიყურებოდეს უნაკლოდ, ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს. ჩემთვის კი, პირადად, იდეალური ქალი ბუნებრივი ქალია. ქალი, რომელიც არ თამაშობს და კომფორტშია საკუთარ თავთან.
მერიემ კაკაურიძე
ვის ნაჩუქარ ბეჭედს ატარებს მარიშკა ჯავახაძე ყოველთვის? - " ყველა ქალშია
სილამაზე, მთავარია მისი წარმოჩენა შეგეძლოს..."