მსახიობ ხატია ბრაჭულს ახალი წლის დადგომამდე ვესაუბრეთ. შესაბამისად, "ქალურ-დიასახლისური" თემების გარდა, 2017 წელიც მიმოვიხილეთ...
- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?
- არა. რა თქმა უნდა, ქალში რაღაც სექსუალურიც უნდა იყოს, მაგრამ ისეთი არ ვარ, როგორიც რამდენიმე ჩვენი პოპულარული მსახიობია, რომელთა დანახვისთანავეც პირდაპირ იტყვი, რომ სექსუალურია - ჩემს თავს ასე ვერ ვუწოდებ. საერთოდ, საკუთარი თავის შეფასება ძნელია - სხვას უნდა ჰკითხოთ...
- უმეტესად, რა სახის კომპლიმენტებს იღებ?
- ხშირად მეუბნებიან, რომ ლამაზი ღიმილი მაქვს. ეს ღიმილი ჩემი "სავიზიტო ბარათია". ალბათ, ჩემი გარეგნობის დემონსტრირება ღიმილით ხდება. დადებითი აურა რომ მაქვს, ამასაც ხშირად აღნიშნავენ და კომპლიმენტად მივიჩნევ...
- როგორ ფიქრობ, საქართველოში რთულია, იყო ქალი?
- არა, ქალობა რთული ალბათ, უფრო მუსლიმანურ ქვეყნებშია, საქართველოში პირიქით - ოდითგანვე ქართველ ქალს პატივს სცემდნენ. უბრალოდ, ცოტათი გაჭირვებული ქვეყანაა და ცხოვრება რთულია - ქალისა და მამაკაცისთვისაც.
- ბოლო დროს სექსუალური შევიწროების თემა აქტუალურია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი დაჟინებული მზერის, "მიშტერების" საკითხს მოჰყვა. ამაზე რას ფიქრობ?
- დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ალბათ, ისეთი კანონები, რაზეც შეიძლება, მე გამეღიმოს ან სხვასაც, საჭიროა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენთვის გასაკვირი კანონები აქვთ, მაგრამ პირადად მე, არც განვიხილავ. მგონია, რომ ასეთი კანონები იმ ადამიანებზეა მორგებული, ვისაც ეს პრობლემები, მაგალითად - მიშტერება აწუხებს.
- ანუ ისე არავინ მოგშტერებია, რომ თავი სექსუალურად შევიწროებულად გეგრძნო?
- (იცინის) მოშტერებაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ცნობილი ადამიანი, მსახიობი ვარ და ყურადღების ცენტრში ვექცევი. მცნობენ, ხალხს ვაინტერესებ, მაკვირდებიან, მაგრამ საბედნიეროდ, ისე - არა, რომ თავი სექსუალურად შევიწროებულად ვიგრძნო.
- შენი სადაქალოს საუბრის ძირითადი თემა რა არის?
- ჩემი ბავშვობის დაქალებთან, რომლებსაც ყოველდღიურად (ტელეფონით თუ პირადად) ვეკონტაქტები, საჭორაო არასოდეს მელევა. მგონი, ყველა ადამიანი ასეა: თუკი დიდი ხნის უნახავი მეგობარი არ არის, ყველაფერზე ვსაუბრობთ, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, ზოგად თემებსაც განვიხილავთ... მეგობრული ურთიერთობა იმას გულისხმობს, რომ ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ.
- სიყვარულში იმედი გაგცრუებია?
- არა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, ჩემთვის იმედი არავის გაუცრუებია.
- შეგიძლია გაგვიმხილო, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ჯერჯერობით არაფერი. კარიერაზე, საქმეებზე ვარ "გადართული". პირადზე არც ვფიქრობ - ეს ყველაფერი თავისით "მოვა". ამჟამად, ამ საკითხს დროს არ ვუთმობ.
- თავშეკავებული ადამიანი ხარ?
- საერთოდ - კი, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება, ასეთი არ ვიყო, რადგან ემოციური ვარ და ფეთქებადი ხასიათი მაქვს... ქალი თავშეკავებული უნდა იყოს, ოღონდ - ზომიერად, რა თქმა უნდა.
წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად