თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომელშიც მეუღლესთან - ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.
ახლა კი ქალბატონი თათული ნინო ერისთავის სახელით გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და ახალი ელფერიც შეიტანა.
თათული 1952 წელს დაიბადა თბილისში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. მისი პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი ვანო გოგიტიძე, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. რაც ჟანრის ცოლია, მასთან ერთად ბევრ სპექტაკლშია დაკავებული.
ჟანრი ლოლაშვილი 1942 წლის 22 აპრილს
დაიბადა. დაამთავრა 23-ე სკოლა. გამორჩეული მოსწავლე იყო. ყველა საგანი ერთნაირად იტაცებდა, მაგრამ ხატვა მაინც მეტად უყვარდა. განაგრძეთ კითხვა